„რაინდები  ფშავ-ხევსურეთიდან“- ანდრო სემეიკოს გამოფენა

„რაინდები  ფშავ-ხევსურეთიდან“- ანდრო სემეიკოს გამოფენა

„რაინდები ფშავ-ხევსურეთიდან“ – ამ სახელწოდებით ანდრო სემეიკოს გამოფენა იმართება ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.  გამოფენა შექმნილია მწერალ ანა კორძაია- სამადაშვილთან და დიზაინერ მანანა ანთელიძესთან თანამშრომლობით.

პროექტი განიხილავს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას, როგორც მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოსა და მსოფლიოსთვის სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებთან დაკავშირებით.

ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და ლიტერატურის მუზეუმში დაცული პირადი ნივთების შესწავლისას სემეიკომ და კორძაია-სამადაშვილმა არჩევანი შეაჩერეს პოეტის ცხვირსახოცზე, როგორც ობიექტზე, რომლის გარშემო შექმნეს მეტაფორული სამყარო-ნამუშევრები.

სემეიკო აგებს ინსტალაციას, სადაც ბინადრობს შუა საუკუნის ჯვაროსანი რაიდის სული, რაინდის, ლეგენდის მიხედვით, ოდესღაც ჩარჩენილისა ფშავ-ხევსურეთში. ის ატარებს პოეტის ცხვირსახოცს, როგორც თილისმას, იზიარებს მის ჰუმანიზმს და პროგრესულობას – მას ეცვლება მსოფლმხედველობა. ინსტალაციაში ყურადღება აგრეთვე ეთმობა ვაჟა-ფშაველას დამოკიდებულებას ბუნებისადმი.

კორძაია-სამადაშვილი პროექტზე მუშაობისას არკვევს, რომ ცხვირსახოცი სპეციალურად ვაჟასთვის იყო შექმნილი ქართველ ქალთა საზოგადოების მიერ. კორძაია-სამადაშვილი ქმნის პერსონაჟს, რომელიც ასახავს ქალის ხმას ჩვენს სამყაროში.

ანთელიძე იხილავს ზემოაღნიშნულ ორივე ასპექტს და აგებს fashion-ობიექტს, სადაც შერწყმულია ორი საწყისი – მამაკაცის და ქალის.

გამოფენა წარმოადგენს ინსტალაციას, რომელიც აერთიანებს ნახატს, ფერწერას, ავთენტურ საარქივო მასალას, ტექტს, fashion-ობიექტს, სლაიდშოუს, აუდიონამუშევარს – შედეგად იქმნება მრავალშრიანი მოთხრობა.

პროექტის მეორე ეტაპზე დაგეგმილია ქართულ-ინგლისური წიგნის გამოცემა და მისი პრეზენტაცია დიდ ბრიტანეთში შემდგომი გამოფენის ფარგლებში. წიგნის პრეზენტაცია იგეგმება საქართველოშიც.

 

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა Arts Council England-ის, British Council-ის, AG Alco-სა და ჟურნალ Beaumonde-ის დახმარებით.

სიახლეები/

|

September 6, 2017 / 4:47 pm

TOP სიახლეები

გამოცანით, რომელი ქართველი სელებრითის უკანალია ფოტოზე

ერთ-ერთმა ქართველმა პოპულარულმა სახემ საკუთარი უკანალის აი, ამგვარი ფოტო გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“. რასაკვირველია, დადებით კომენტარებს არ დაუყოვნებია. მ გოგონები სწერენ, რომ სწორედ ასეთ უკანალს ისურვებდნენ, მამაკაცები კი კომპლიმენტებით ავსებენ. ეს ფოტო სოციალურ ქსელში ფოტომოდელმა თამო ვაშალომიძემ გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ თამომ საკუთარი სხეულის ფორმების შექმნას დიდი დრო, ენერგია და სწორი ვარჯიშები მოახმარა. შედეგიც შესანიშნავი აქვს, როგორც ხედავთ.

„მილანის სკოლა მაინც სულ სხვაა“ – კახი კალაძემ ეკა ბესელიას პიჯაკი გაუსწორა (ვიდეო)

ჟურნალისტ თელარა გელანტიას არ გამოჰპარვია სალომე ზურაბიშვილის შტაბის შეკრებაზე კახი კალაძისა და ეკა ბესელიას შეხვედრის აკდრები, რომლებიც ტელევიზიებმა გაავრცელეს. ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ უსწორებს პიჯაკს კახი კალაძე ეკა ბესელიას. ვიდეო თელარა გელანტიამ ამოჭრა და საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა წარწერიღ: „მილანის სკოლა მაინც სულ სხვაა…“ ეს ვიდეო სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო. ვიდეოს ასეთი კომენტარები მოჰყვა: „მომენტი, […]

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ პროექტში პროფესიონალ მეწყვილეზე უკეთ ცეკვავს (ვიდეო)

ბიზნესმენი და ტელეწამყვანი, ირაკლი მაქაცარია ქართულის შემდეგ უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. უკრაინაში ცნობილი ტელეპროექტის მეხუთე სეზონი გადის. ამჯერად ირაკლიმ „ბინძური ცეკვების“ მუსიკაზე სალსა შეასრულა. „ვიფიქრე, თქვენ დღეს „მიმინოს“ შეასრულებდით, როცა გადაცემის თემა გავიგე. მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ, დღეს თქვენ სუფთა ბინძური ცეკვები შეგვისრულეთ“, აღნიშნა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა. ქართულ სოციალურ ქსელში ვიდეო ანრი ჯოხაძემ გააზიარა. დალი […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„იარტ გალერეაში“ 90-იანელი მხატვრის მამუკა ცუცქრირიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

„იარტ გალერეა“ ფერმწერის, მოქანდაკისა და ხატმწერის მამუკა ცუცქირიძის  გამოფენას უმასპინძლებს. ეს შემოქმედის პირველი პერსონალური გამოფენა იქნება საქართველოში. მამუკა ცუცქირიძე „90-იანელია“. მიღებული აქვს პროფესიული განათლება როგორც საქართველოში, ისე ფილადელფიაში (აშშ). სტუდენტობის პერიოდიდან აქტიურად მონაწილეობს გამოფენებსა და კონკურსებში, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. მუშაობს დაზგური ფერწერის, დაზგური გრაფიკის და  ქანდაკების მიმართულებით. შესრულებული აქვს „ვარძიის“, „ატენის სიონის“ „უბისის“ ფრესკების […]

რეკლამა