“რაიმე ხურდა მოიტოვეთ, რომ ქართველ მომღერლებს სცენაზე დენმა არ თხლიშოს” – ქრისტინა იმედაძე კახა კუხიანიძეს თანაუგრძნობს

0
16

როგორც მოგეხსენებათ, ზუგდიდში გამართული კონცერტის დროს, კახა კუხიანიძეს სცენაზე დენმა დაარტყა. მომღერლს სიმღერის დრო მიკროფონის სადენი შემოეხვია, სიდანაც დიდი სიმძლვარის ძაბვამ გამოატარა და ფეხზე დაარტყა.

მომღერლის უბედურმა შემთხვევამ უამრავი ადამიანი აღაშფოთა, მათ შორისაა ქრისტინა იმედაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა. ქრისტინე იმედაძე მიიჩნევს, რომ ქართველ მომღერლებს ასეთი პრობლემები არ უნდა ექმნებოდეთ იმ პირობებში, როცა უცხოელი შემსრულებლების ჩამოსაყვანად მილიონებია გამოყოფილი.

“ძალიან კარგია უცხოელი ვარსკვლავები, გვიხარია ყველას… მაგრამ იქნებ, იმ მილიონებიდან, იმათ რომ უხდით, რაიმე ხურდა მოიტოვოთ და ქართველ მომღერლებს ის მაინც მოუგვაროთ, რომ სცენაზე შნურმა ისეთი დენი არ თხლიშოს, რომ დაინვალიდდეს. მე მგონი, სირცხვილია. იდგა კაცი სცენაზე სამი დღის წინ, დაარტყა დენმა და ზის ახლა ეტლში!…”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here