რა სურპრიზი მოუწყო მეგობარმა გოგომ გურამ შეროზიას დაბადების დღეზე?

0
3568

ბლოგერი გურამ შეროზია გუშინ იუბილარი იყო. როგორც თავად აცხადებს ეს დაბადების დღე მისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო.

“მოკლედ,

რაღაცნაირი სენსიტიური და ბედნიერი დაბადების დღე იყო…

ჯერ იყო და რედისონში მოტყუებით ამიყვანა ფოტოგრაფმა მეგობარმა, რაღაც გადაღებააო და დამხვდა უცებ ჩემი კრეატიული და რომანტიკოსი გოგო, წითელი ღვინით, ტორტის შემოტანის ძაან სასიამოვნო რიტუალით, საჩუქრებით, ხედებით, ბევრი სხვა სიურპრიზით და ყველაზე დიდი საჩუქრით: ერთად გატარებული დაბადების დღით. 😄💛

მერე აქვე დამადგა კიდევ ორი ახლო მეგობარი, გადამავიწყდა კიდეც რამდენი წლის გავხდი… 😃 დილის 4 საათზე შევლასლასდი სახლში, ავანთე შუქი და ჰოი საოცრებავ, ლოდინით დაქანცული, ნახევრად მძინარე და მაინც მოტივირებული დედ-მამა (მარტო ვცხოვრობ)! :))) 💛

მერე სამსახურში, ძლიერი ვოკალით ნამღერი ორ ენოვანი ჰბდ და საღამოს სახლში კიდევ 4 ბავშვობის მეგობარი… :)))

არა და ეს იყო დაბადების დღე, რომელიც გადავწყვიტე ისე გამეტარებინა, როგორც რიგითი დღე და არაფერი დამიგეგმავს.

პლუს, მადლობა დიიდი ყველას, ვინც არ დაიზარა და მომილოცა, ნებისმიერი არხით თუ მეთოდით. ისეთი ხალხისგანაც, ვისაც მეგონა საერთოდ აღარც ვახსოვდი და თურმე ჰა :)) ვისაც გაემაზა, ეგეც ნოუ პრობლემ, მეც სულ მავიწყდება სხვების, ანუ არაფრის ღირსი არ ვარ და თან 1 წელიც მალე გავა და შემდეგში “გამოვასწორებთ” :)))

 

მოკლედ, მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა! 😍💛💚”-წერს შეროზია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here