რა სიახლეს სთავაზობს ნინი ბადურაშვილი მსმენელს?

0
2052

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც “ბრავო რეკორდსში“ არის გადაღებული. ვიდეოს ნინი აღწერასაც ურთავს თან: “ანსამბლი ჩამოვაყალიბეთ:) ტექსტი ოდნავ მერევა ბოდიში)” – წერს მომღერალი. ვიდეორგოლში ეკა კახიანი როიალზე ლელა წურწუმიას სიმღერას უკრავს, ხოლო ნინი მღერის, პატარა ელენე კი ცდილობს დრამზე დაუკრას. რადიო “არ დაიდარდო“ ნინი ბადურაშვილს დაუკავშირდა:

– ახალი სიმღერა ჩავწერე “ბრავო რეკორდსში“, სიმღერა დედაჩემს, ეკა კახიანს, ხოლო ტექსტი, დათო ევგენიძეს ეკუთვნის. ვაპირებ კლიპიც გადავიღო, რომლის რეჟისორიც დათო ევგენიძე იქნება. სიმღერის მასტერინგი სავარაუდოდ აპრილში დასრულდება და სწორედ ამ პერიოდში შედგება პრემიერა. ხოლო მოგვიანებით კლიპიც გამოვა.

– “ბრავო რეკორდსში“ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ სტუდიაში პატარა ელენეც იმყოფებოდა, ისიც ხომ არ მღერის?

– არა, ის უბრალოდ ჩვენთან ერთად იმყოფებოდა სტუდიაში. რაღაც იყო ჩასასწორებელი სიმღერაში და ელენეც წავიყვანეთ.

– რამდენიმე თვის წინ, ანრი ჯოხაძემ ახალი კლიპი გადაგიღოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა, რატომ?

– ანრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეუძლოდ არის, ამიტომ ვერ ახერხებს დამონტაჟებას. დროულად თუ გამოჯანმრთელდება, ივნისში ან ივლისში გამოვა ის კლიპი, თუ ზაფხულის სეზონზე ვერ მოესწრო, სექტემბერში შედგება პრემიერა.

https://www.facebook.com/ninibadura/videos/1007417402691744/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here