რა კომენტარს აკეთებს მარკუს მეტრეველი ანრი ჯოხაძესთან დაპირისპირებაზე?

რა კომენტარს აკეთებს მარკუს მეტრეველი ანრი ჯოხაძესთან დაპირისპირებაზე?

გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი მარკუს მეტრეველი “ცეკვავენ ვარსკვლავების“ დატოვებას აპირებდა, თუმცა პროდუსერების დიდი თხოვნის შედეგად, გადაწყვეტილება შეცვალა და პროექტში დარჩა. ამის მიზეზი 2 აპრილს, გადაცემა “პრაიმ შოუში“ მისი და ანრი ჯოხაძის დაპირისპირება სახელდება.

გადაცემის მსვლელობის დროს, ერთ-ერთმა წამყვანმა, ანრი ჯოხაძემ მარკუს მეტრეველს უთხრა, – “როგორც მითხრეს, ცეკვა კარგად გამოგდის, იქნებ აქ მაინც მიაღწიო წარმატებას, თუმცა, ბოლოს ისეთი სიმღერა ჩაწერე, უკვე ჰიტია, ყველას გაგვაგებინე რომ ბავშვი იატაკიდან არ ჩნდება…”

ანრის სიტყვების შემდეგ, პროტესტის ნიშნად მარკუს მეტრეველმა სტუდია დატოვა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მიუზიკ ბოქსი“ მარკუსს დაუკავშირდა:

– მარკუს მართლა აპირებდით პროექტის დატოვებას ანრი ჯოხაძესთანდ აპირისპირების გამო?

– არ ვაკეთებ ამაზე კომენტარს. მე იმ ადამიანების შეფასება მწყინს, ვინც ჩემთვის ფასეულია და ანრი ჯოხაძის კომენტარი არაფერს წარმოადგენს ჩემთვის.

– ანუ ნაწყენი ხარ ანრი ჯოხაძეზე?

– ვისი უნდა მეწყინოს? არ ვარ ნაწყენი.

– აისახება თუ არა, გადაცემაში მომხდარი შელაპარაკება თქვენს ურთიერთობაზე მომავალში?

– მე მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.

TOP სიახლეები

როგორ გამოიყურება საცურაო კოსტიუმში სალომე ჭაჭუას უზადო სხეული (ფოტოები)

სალომე ჭაჭუას უნაკლო სხეული აქვს. საკუთარი ფორმების შენარჩუნებას, რასაკვირველია, ცნობილი მოცეკვავე სწორედ ცეკვისა და მუდმივი ვარჯიშის საშუალებით ახერხებს. სალომეს „ფეისბუქ“-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები, სადაც იოს საცურაო კოსტიუმშია გადაღებული. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ სალომე უზადოდ გამოიყურება.

თეონა დვალის მეორე ქორწილი და თეა დარჩიას დაუვიწყარი ცეკვა (ვიდეო)

საოპერო შემსრულებელი, ცნობილი სოპრანო თეონა დვალი დაქორწინდა. მისი მეუღლე ჯიაკომო რაკუნიო იტალიელი ბიზნესმენია. წყვილს ორი ქორწილი ჰქონდა, პირველი იტალიაში გადაიხადეს, რომელსაც შედარებით ვიწრო წრე ესწრებოდა, მეორე კი ახლახან მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში შედგა. სოპრანოს მეორე ქორწილს უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ, რასაკვირველია, ცნობილი სახეებიც. ქორწილის ორგანიზატორმა, თაკო დოლაბერიძემ დაწერა: „რამდენიწ ელია გასული ,უკვე ვეღარც ვითვლი, […]

ანუკი არეშიძის ბრენდი მილანის მოდის კვირეულზე – „მადლობა ამხელა სითბოსთვის…“

ანუკი არეშიძემ მილანის მოდის კვირეულზე საკუთარი კოლექცია უკვე მეორედ წარადგინა. „მე და ჩემი მოდელები პრეზენტაციამდე რამდენიმე წუთით ადრე❤️ ყველას დიდი მადლობა ამხელა სითბოსთვის!!! Love Love“, ასეთი წარწერა დაურთო ფოტოს, რომელიც მცირე ხნის წინ „ფეისბუქზე“ იტალიიდან გამოაქვეყნა. მისი კოლექციის პრეზენტაცია 24 სექტემბერს, მილანის „ოთხ სეზონში“ გაიმართა. სასტუმროში, სადაც ჩვენება შედგა, უამრავი სტუმარი მიიწვიეს. ქართული ბრენდი ნელ-ნელა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ანრი ჯოხაძე მოძალადე კაცებს: „შეეხეთ საკუთარ დედებს ასეთი პირუტყვების გაჩენისთვის…“

„პრაიმ შოუს“ მორიგი თემა ქალებზე ძალადობაა. გადაცემის ექვსივე წამყვანი, როგოც ახლახან გავრცელებული ანონსიდან ჩანს, მოუწოდებს მამაკაცებს, შეწყვიტონ ქალებზე ძალადობა და ქალბატონებს ურჩევენ, რომ თუკი მამაკაცმა ერთხელ ხელი დაარტყა, მისგან აუცილებლად წამოვიდნენ. როგორც ბოლო წლების არაერთმა გახმაურებულმა შემთხვევამ აჩვენა, ქალებზე ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ანონსში ანრი ჯოხაძეს შემდეგანირი რჩევა აქვს მოძალადე მამაკაცებისთვის: „სანამ ასეთ […]

რონალდო და მესი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ – ნოე სულაბერიძე „ცეკვების“ შესახებ

7 ივლისს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალია. პირველი ადგილისთვის ერთმანეთს ირაკლი მაქაცარია და გიორგი ბახუტაშვილი დაუპირისპირდებიან. პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე წერს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ და ორივე კონკურსანტს წარმატებებს უსურვებს. ნოე აღნიშნავს: „სულ ვამბობ, რომ ეს პროექტი ჩემთვის მესამე შვილივითაა, რომელიც შეუძლებელია გაუჩერებლად არ გენატრებოდეს თავის ყველაზე მაგარი სტაფით, ყველაზე მონდომებული მონაწილეებით, ყველაზე მაგარი მოცეკვავეებით და ყველაზე მღელვარე […]

“ეს არის ერთადერთი გადაცემა საქართველოში, სადაც ყველა წამყვანი სილიკონით არის წარმოდგენილი…”

სოცქსელში გავრცელდა “პრაიმშოუს” ახალი ანონსი, სადაც თავის მოვლასა და პლასტიკირ ქირურგიაზეა საუბარი. წამყვანი ქალბატონები ბოქსით არიან დაკავებულები და ამის დემონსტრირებას კამერების წინ არ ერიდებიან, ასევე საუბრობენ, ვის რა პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. ნინო ნადირაძე-კუზანოვა აღნიშნავს: “ეს არის ერთადერთი გადაცემა საქართველოში, სადაც ყველა წამყვანი სილიკონით არის წარმოდგენილი”. რისი თქმა სურს ამით ტელესახეს, ამას გადაცემიდან შევიტყობთ, ვინაიდან […]

ანრი ჯოხაძე სუპერმოდურ დახეულ შორტში პოზირებს

ანრი ჯოხაძე აშკარად არამოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობს – მიჰყავს „პრაიმშოუ“ კვირაში ერთხელ, თავის კოლეგებთან ერთად, თავისუფალ დროს კი მოგზაურობაში ატარებს. ანრის ამდენი წინ და უკან სირბილი დაეტყო და საკმაოდ გამხდარია. ფორმაში ჩამდგარი კი უფრო ადვილად ირგებს სხვადასხვა ფერად და ტანზე მოტკეცილ ტანსაცმელს. ახლახან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც დახეული შორტით არის გადაღებული. ანრი ფოტოზე აწერს: „საკუთარ თავთან კარგად […]

ანრი ჯოხაძის ფოტო ქართველი ქალების მომავალ თურქ გულთამპყრობელთან ერთად

„ქართველი ქალების მომავალი „იკონა“ ჯან ნერგიზი ახალი თურქული სერიალიდან „დედა”, რომელიც მალე დაიწყება „იმედზე“ – ასე ასათაურებს ანრი ჯოხაძე თურქი სერიალების ვარსკვლავთან, ჯან ნერგიზთან ერთად გადაღებულ ფოტოს. ტელეწამყვანი „პრაიმშოუს“ წამყვანებთან ერთად სტამბოლშია გადაღებებზე. მათთან ერთადაა ნუცა ბუზალაძე, რომელსაც თურქეთში ნათესავები ჰყავს და იქ ძალიან ხშირად დადის ბავშვობიდან, გარდა ამისა, თურქულ „ვოისშიც“ მონაწილეობდა. ანრის მსგავსად, თურქ […]

რეკლამა