რა გელოდებათ „ბლექ სი არენაზე“ 16 ივნისს? – დაათვალიერეთ რუკა

0
915

16 ივნისს, „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ გახსნის. შოუს ორგანიზატორები ბოლო შტრიხებს ავლებენ, ტექნიკურად  უკვე ყველაფერი მზადაა.

„ბლექ სი არენა“ აქვეყნებს ღონისძიების რუკას, სადაც მონიშნულია ყველა ის წერტილი, რომელმაც შესაძლოა, დაგაინტერესოთ.

მათ შორისაა სიახლე, რომელსაც წელს გვთავაზობენ  – არენის გარე ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სცენა, სადაც მას შემდეგ, რაც ტერიტორიის კარი გაიღება (საღამოს ექვსი საათიდან), საინტერესო მუსიკალური ნაწილი გელოდებათ, მანამდე, სანამ უშუალოდ კონცერტი დაიწყება.

მუსიკალური ნაწილი ვახსენეთ და უნდა აღინიშნოს, რომ „ბლექ აიდ ფისამდე“ დიდ სცენაზე Endorphins წარდგება, ასევე მოისმენთ Cosmic Love Rotaton-საც. თავად „ბლექ აიდ ფისის“ კონცერტი კი ცხრა საათისთვის დაიწყება.

გარე ტერიტორიაზე შეგხვდებათ სპციალურად მოწყობილი ნაწილი ბავშვებისათვის, ე.წ. საბავშვო ზონა, რომელსაც კომპანია „ჩერო“ წარმოგიდგენთ. მის გვერდით კი კომპანია „ლიდერფუდი“ დაგხვდებათ, საკუთარი ხორცპროდუქტებით და სპეციალურად „ბლექ სი არენისთვის“ შექმნილი მენიუთი, ასე რომ, კონცერტის დაწყებამდე გემრიელად წახემსებას შეძლებთ.

ამ ყოველივეს შემდეგ, ან თუ გნებავთ, მანამდეც, Photo Bus-ს შეგიძლიათ მიაკითხოთ, სადაც თქვენი საუეკთესო განწყობის ფოტოზე გადატანას შეძლებთ.

თუკი „ბლექ აიდ ფისის“ მოსმენამდე ალკოჰოლური სასმლის დაგემოვნება მოგესურვებათ, პრობლემას არც ეს წარმოადგენს, „მარტინის“ მიერ შექმნილ კუთხეში სხვადასხვა სასმელს შემოგთავაზებენ. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.

ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ბანკომატი.

 

ღონისძიების ბილეთები:

TKT.GE – https://tkt.ge/BlackEyedPeas
Eventer.ge – https://eventer.ge/bep
Biletebi.ge – https://biletebi.ge/black-sea-arena

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here