რა გადაწყვეტილება მიიღო “ცეკვავენ ვარსკვლავების” პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ?

0
2306

ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“დამატებით მეთორმეტე ადგილას, ძალიან ბევრი ვიდეო მოვიდა წელს და უძლიერესი კონკურსანტები იყვნენ… ბოლოს განსაკუთრებით ორი ლიდერობდა, სალომე კოკუაშვილი და ოლიკო კობახიძე… გამომდინარე იქიდან, რომ სხვაობა ამ ორ მონაწილეს შორის თითქმის არაა და თან ორივე ძალიან საინტერესო იქნებოდა პროექტში, გამარჯვებული ამ მოცემულობით ჩვენთვის არის ორივე…

ამიტომ ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება: საპრეზენტაციო ტურზე იცეკვებს სალომეც და ოლიკოც, ხოლო მაყურებელი ცეკვის ხილვის შემდეგ გადაწყვეტს თუ ვინ გააგრძელებს საკონკურსო სვლას… მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა!“ – წერს გადაცემის პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში.

ნოე დიდი ხნის განმავლობაში ჩამოშორებული იყო ამ პროექტს, როგორც ჩანს, პრუდიუსერი საყვარელ საქმეს დაუბრუნდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here