რა ფასად, როდიდან და სად შეიძენთ ბილეთებს ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრებად

რა ფასად, როდიდან და სად შეიძენთ ბილეთებს ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრებად

„SOLO“ და „ისთერნ პრომოუშენსი“ 16 სექტემბერს, „ბლექ სი არენაზე“ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან შემსრულებელს, ელტონ ჯონს წარმოგიდგენთ. ამის შესახებ ჭავჭავაძეზე მდებარე „SOLO“-ს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გვაცნობეს.

„გრემის“ ჯილდოს ექვსგზის მფლობელს 250 მილიონ დისკზე მეტი აქვს გაყიდული მსოფლიოში და 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ჩატარებული 4000-ზე მეტი კონცერტი. ამ ქვეყნების ჩამონათვალს შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ დღეს, საქართველოც შეუერთდება.

ქართველი მსმენელის წინაშე სერ ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს ფარგლებში წარდგება. შესრულდება სიმღერები უახლესი ალბომიდან „Crazy Wonderful Night“, ასევე ჰიტები მისი შემოქმედებიდან.

ლეგენდარული მუსიკოსის კონცერტზე დასასწრები ბილეთები „SOLO“-ს მომხმარებლისთვის 25 ივნისის ათი საათიდან გაიყიდება, ჩვეულებრივი მყიდველისთვის 29 ივნისიდან. ბილეთები გაიყიდება საიტზე tkt.ge და „SOLO ლაუნჯებში“. რაც შეეხება ფასებს – „SOLO“-ს მომხმარებლისთვის ბილეთის ფასი 90 ლარიდან დაიწყება, ჩვეულებრივ მყიდველს კი მისი შეძენა 150 ლარიდან შეეძლება. ჯერჯერობით არ კონკრეტდება სხვა ფასები, როგორც ბანკის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რამდენიმე დღეში სრული განფასება მათ საიტზე განთავსდება.

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

June 1, 2017 / 2:46 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ანუკი არეშიძის ახალი კოლექცია და ფასები – კაბები 1160 დოლარად ერთ-ერთ პრესტიჟულ საიტზე იყიდება

ანუკი არეშიძემ ახლახან „მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე“ ახალი კოლექცია წარადგინა, რომელმაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ანუკის ახალმა კოლექციამ უკვე გადაინაცვლა ერთ-ერთ პრესტიჟულ მოდის საიტზე modaoperandi.com, სადაც აქამდეც იყიდებოდა ანუკის კოლექციიდან ნამუშევრები და და არცთუ დაბალ ფასად. ახალი კოლექციის ძირითადი ფერებია ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი, ვარდისფერი – აქ არის როგორც კაბები, ასევე შარვლები, ზედები, ქვედაბოლოები, ქურთუკები, პიჯაკები. […]

ლაშა რამიშვილი საბავშვო „სლავიანსკი ბაზრის“ ჟიურის წევრად მიიწვიეს

„სლავიანსკი ბაზარი“ როგორც ბავშვებს, ისე დიდ კონკურსანტებს შორის რამდენიმე ათეული წელია, რაც მიმდინარეობს. ის ბელორუსში ტარდება და საკმაოდ ცნობილი მუსიკალური კონკურსია. 2010 წელს ქართველი მსახიობი, მომღერალი და რადიოწამყვანი, ლაშა რამიშვილი, ვიტებსკში ამ კონკურსის მონაწილე გახლდათ, მიიღო პირველი ადგილი და ვლადიმერ მულიავინის სახელობის პრემია. 2016 წელს, ფესტივალის 25 წლის იუბილეზე, საპატიო სტუმარი გახლდათ, ხოლო წელს ჟიურის […]

ანრი ჯოხაძე მოძალადე კაცებს: „შეეხეთ საკუთარ დედებს ასეთი პირუტყვების გაჩენისთვის…“

„პრაიმ შოუს“ მორიგი თემა ქალებზე ძალადობაა. გადაცემის ექვსივე წამყვანი, როგოც ახლახან გავრცელებული ანონსიდან ჩანს, მოუწოდებს მამაკაცებს, შეწყვიტონ ქალებზე ძალადობა და ქალბატონებს ურჩევენ, რომ თუკი მამაკაცმა ერთხელ ხელი დაარტყა, მისგან აუცილებლად წამოვიდნენ. როგორც ბოლო წლების არაერთმა გახმაურებულმა შემთხვევამ აჩვენა, ქალებზე ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ანონსში ანრი ჯოხაძეს შემდეგანირი რჩევა აქვს მოძალადე მამაკაცებისთვის: „სანამ ასეთ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთები ერთ საათში გაიყიდა – როდის გაიყიდება ბილეთების მეორე ნაწილი

ელტონ ჯონის კონცერტი 16 სექტემბერს შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. ღონისძიებას „სოლო“ და „ისტერნ პრომოუშენსი“ წარმოადგენენ. 25 ივნისს tkt.ge-ზე მხოლოდ  „სოლო“ მომხმარებლებისთვის გაიხსნა ბილეთების ყიდვის შესაძლებლობა. შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია დაბნეულობა, როცა „ფეისბუქზე“ წერდნენ, რომ ბილეთებს ვერ ყიდულობდნენ, რადგან თუკი „სოლოს“ მომხმარებელი არ ხართ, 25-ში ბილეთს ვერ შეიძენდით. არა „სოლოს“ მომხმარებლებისთვის ბილეთები გასაყიდად ამავე […]

ელტონ ჯონი: “…ჰომოსექსუალიზმი რაღაც ბინძური, ცუდი და სასაცილო რამეც კია“

“ჰომოსექსუალიზმის სტიგმა სულში აღწევს და იქ რჩება“ - ამბობს ელტონ ჯონი. იმის მიუხედავად, რომ მუსიკოსი 60-იან და 70-იან წლებში უკვე საკმაოდ წარმატებული იყო, დიდი ხნის განმავლობაში ორიენტაციას მალავდა, მან ცოლიც კი მოიყვანა, თავისი რეალური სურვილების ხალხისგან დასამალად...

რეკლამა