რა ეღირება და როდიდან გაიყიდება Black Eyed Peas-ის კონცერტის ბილეთები

რა ეღირება და როდიდან გაიყიდება Black Eyed Peas-ის კონცერტის ბილეთები

16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს

ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერიტურნეს ფარგლებში ეწვევა.

Black Eyed Peas („ბლექ აიდ ფის“) „გრემის“ 6 ჯილდოს მფლობელი ამერიკული მუსიკალური

პროექტია, რომელიც სამი არტისტისგან, will.i.am, apl.de.ap და Taboo-სგან შედგება. ჯგუფი 1995 წელს დაარსდა და თავდაპირველად ძირითად აქცენტს ჰიპ-ჰოპზე აკეთებდა, მოგვიანებით კი შემოქმედებითი საქმიანობის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზარდა და Black Eyed Peas გლობალური მუსიკალური ფენომენი გახდა.

ბილეთების გაყიდვა დღეს საღამოს, რვა საათიდან ორ ინტერნეტპლატფორმაზე დაიწყება – tkt.ge და eventer.ge.

ფასები კი დაიწყება 50 ლარიდან და დასრულედება 250 ლარით.

სიახლეები/

|

April 30, 2019 / 1:37 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Thirty Seconds to Mars-ის სტუმრობა საქართველოში და კონცერტი, რომელიც უამრავ თაყვანისმცემელს დაამახსოვრდა

რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი – ჯარედ ლეტო მრავალპროფილიანი არტისტია, რომელსაც შინ “ოსკარიც” უდევს და ძმასთან ერთად წლების წინ ჩამოყალიბებული როკბენდით Thirty Seconds to Mars მთელ მსოფლიოში კონცერტებით მოგზაურობს, სიამოვნებით ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან, მათთან ერთად ცეკვავს სცენაზე, სადაც თავად უხმობს კონცერტებისას, საინტერესო ფესტივალებში მონაწილეობს, სადაც უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება აქვს, მათთან ერთად მედიტირებს და მუსიკის ენაზე საუბრობს. […]

როგორ აფრიალა საქართველოს დროშა ჯარედ ლეტომ ,,ბლექ სი არენას” სცენაზე

“საქართველო – ეს არის ქვეყანა, სადაც ათი წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით. შესანიშნავი ადგილია, გაქვთ ულამაზესი მენიუ, ბლექ სი არენაზე და ძალიან მაგარი საჭმელი” – ეს ჰოლივუდის ვარსკვლავის სიტყვებია, რომელიც 13 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე არენაზე წარმოთქვა. აყურებლებთან სრულ ინტერაქციაში შესული მსახიობი, რეჟისორი და მუსიკოსი Thirty seconds to Mars-ის თაყვანისმცემლებს, რომელთა შორის არცთი ცოტა უცხოელი მსმენელი გახლდათ, […]

“აბა, ვინ მოდის ჩვენს კონცერტზე ბლექ სი არენაზე, საქართველოში?”

ბლექ სი არენა 13 აგვისტოს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს, მუსიკოსს მასპინძლობს. ჯარედ ლეტო როკბენდით Thirty Seconds to Mars შეკვეთილში მდებარე არენაზე წარდგება და საკუთარი რეპერტუარიდან, რომელიც სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში ათასობით ადამიანს კრებს ხოლმე, ძველ და შედარებით ახალ სიმღერებს შეასრულებს. ბენდის წევრები საქართველოს ხვალ ესტუმრებიან, მანამდე კი ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ჯარედ ლეტოს ფოტო, წარწერა კი, […]

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს […]

ჯესი ჯეიმ „ბლექ სი არენაზე“ 10 000 მსმენელისგან გიჟური ენერგია მიიღო

ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი საქართველოს ესტუმრა. კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე გაუჩინარებული ყველა ბილეთი იმას მოწმობდა, რომ ათი ათასკაციან დარბაზში, რომელიც შეკვეთილში მდებარეობს, დაუვიწყარი სანახაობა შედგებოდა. ფანების აქტიურობამ მომღერალი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაინც გააკვირვა და „ინსტაგრამზე“ „ბლექ სი არენას“ კულისებიდან გადაღებული ვიდეო დადო, რომელზეც ქართველი ფანების სიმღერა იყო ასახული. რასაკვირველია, ჯესი ჯეის რეპერტურიდან. […]

რეკლამა