რა აკავშირებს ქეთი წიქვაძეს გიგა ლორთქიფანიძესთან?

რა აკავშირებს ქეთი წიქვაძეს გიგა ლორთქიფანიძესთან?

ქეთი წიქვაძე მაყურებელმა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის ჩიკას დაქალის როლს თამაშობს. ქეთი ხელოვანი ადამიანების ოჯახში გაიზარდა. ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილია. დედამისი კი მსახიობი ნანა ლორთქიფანიძეა.

ქეთას მსახიობობაზე არასდროს უფიქრია, ის პროფესიით ტელე-კინო მენეჯერია და თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

ქეთი საკუთარი თავის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა და ბაბუა, გიგა ლორთქიფანიძეც გაიხსენა.

„არასდროს გამჩენია მსახიობობის სურვილი. მხოლოდ ერთხელ ვთქვი, მოდი ჩავაბარებ-მეთქი და დედამ ყველა გზა გადამიკეტა. მითხრა ჩვენს ქვეყანაში ამ პროფესიით ცხოვრება ძალიან რთულია და არც მე გამომიჩენია განსაკუთრებული ინტერესი. პროფესიით ტელე-კინომენეჯერი და პროდუსერი ვარ. სხვადასხვა ტელევიზიებში ვმუშაობდი, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუშიც“, მაგრამ აღმოვაჩინე, ტელევიზიაში მუშაობა დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ეს არის ბრძოლა და ეს პროფესია თუ არ გიყვარს წააგებ. მე არ მიღირდა ეს ბრძოლა“ – აცხადებს ქეთი.

რაც შეეხება ბაბუას, გიგა ლორთქიფანიძეს, ქეთი ინტერვიუში აცხადებს, რომ ის ყველაზე ლიბერალური ადამიანი იყო მათ ოჯახში.

„ბაბუა დედაჩემის და ჩემს მიმართ ყველაზე ლიბერალური იყო. ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟისორი იყო, გამიგია, გადაღებაზე სკამი და ჯოხიც უსვრია. თუმცა ოჯახთან ყველაზე თბილი იყო. მახსოვს ყველაფერზე ეტირებოდა და ჩემი დიდი მეგობარი იყო. ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ოჯახით და ბედნიერი ვარ, გვერდით ასეთი ადამიანები რომ მყავს. როცა შენს უკან ასეთი სახელები და გვარები დგას, გაცილებით მეტი მოგეთხოვება“ – ამბობს ქეთი.

ქეთი წიქვაძე 30 წლის არის და ორი შვილის დედაა, ის 22 წლის ასაკში დაქორწინდა, თუმცა ოჯახი მალე დაენგრა.

სიახლეები/

|

May 29, 2017 / 6:32 pm

TOP სიახლეები

სიმღერა, რომელსაც გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო„ ევროვიაზე“ წარადგენს (ვიდეო)

ნოემბერში საქართველოში საბავშვო „ევროვიზია“ გაიმართება. საქართველოა რაერთხელ გახდა ამ პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი. წელს ჩვენს ქვეყანას გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. მას სიმღერა კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ დაუწერა, ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის, არანჟირება – ბორიკო შხიანს. სიმღერის სახელწოდებაა „გულის ხმა“.

თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს აკრიტიკებს – „პირველად ვწერ საჯაროდ…“

თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ მეუღლეს, გია როინიშვილს და მის პოლოტიკურ მოსაზრებებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო წერილით უპირისპირდება. მომღერლის აღშფოთება ექსმეუღლის მიერ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წერილის გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც მსახიობი აღნიშნავდა: „თბილისელების გარკვეული ნაწილი ისევ არსებულ ტოტალურ კორუფციას უჭერს მხარს…. იმედი მაქვს, ისინი გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე პროგრესულად მოაზროვნე თბილისელები…. ამ კორუფციაზე ორიენტირებულ ,,საზოგადოებას” ნაკლებად ადარდებს […]

ბიორკი: „როგორც იქნა, ორი შოუ საქართველოში!..“

ისლანდიელი შემსრულებელი, ბიორკი, თავისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გევრდზე აქვეყნებს „SOU ფესტივალის პლაკატს, თავისი გამოსახულებით და აღნიშნავს, რომ საქართველოში მისი ორი შოუ გაიმართება. „როგორც იქნა, ცოცხალი შესრულებით შესანიშნავ საქართველოში – ორი შოუ! პირველი შოუ: 31 ოქტომბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში მეორე შოუ: 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ორივე შოუს დასაწყისი 21:00 საათზე ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ საიტზე www.tkt.ge. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ჩიკა თბილისის მერად“ – რას წერენ „ჩცდ“-ს პერსონაჟზე მას შემდეგ, რაც ის საქმის გასარჩევად რუსთავში ჩავიდა (ვიდეო)

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ვითარება, როგორც ყოველთვის, დაძაბულია. ანა ჩირაძის პერსონაჟი, ჩიკა, თავისი მეგობრის, თამუნას დასახმარებლად რუსთავში მიდის, სადაც თამუნას ახლანდელი და მოქმედი ქმარი ერთმანეთს შეხვდნენ და მათ საქმეს ურჩევს. „ქალების რევოლუცია“-მომხდარ საქართველოში ჩიკა თამუნას უფლებებს იცავს, რომელიც ქმარმა შვიდი წლის წინ მიატოვა, გაუჩინარდა და წლების შემდეგ მის ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა. ამ ეპიზოდმა სოცქსელში დიდი გამოხმაურება […]

„ჩემი ცოლის დაქალებს“ სამღვდელოების დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს მიმართვას საქართველოს პატრიარქისადმი და სთხოვს მის უწმინდესობას რეაგირებას „რუსთავი 2“-ის სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ ერთ-ერთ სერიაში სამღვდელოებასთან დაკავშირებული სცენის გამო. განცხადება სოციალურ ქსელში გვერდზე „ადამიანის უფლებები“ გამოქვეყნდა: „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი თევზაძე, ავრცელებს საგანგებო განცხადებას და საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს მოახდინოს მყისიერი რეაგირება ტელეკომპანია „რუსთავი […]

ქეთი დევდარიანი: „ეკლესიაში რეალურად გაცილებით უფრო მძიმედ სანახავი სერიალი მიდის, ვიდრე „ჩემი ცოლის დაქალების“ ათწამიანი ანონსია…“

  „ჩემი ცოლის დაქალების“ ათწამიანმა თიზერმა, სადაც აშკარად წამყვანი ეკლესიის თემა იქნება და ანონსში მღვდლების გამოჩენამ სოციალური ქსელი ააფეთქა და უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი, რასაკვირველია, ელოდებოდა გამოხმაურებას, მაგრამ რეზონანსმა მის მოლოდინსაც გადააჭარბა. ქეთი ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილი კრძალავს ეკლესიის თემასთან მიახლოვებას, ის მაყურებლის აზრს ითვალისწინებს, მაგრამ არა იმდენად, რომ ამ თემას არ […]

რას ვიხილავთ „ჩემი ცოლის დაქალებში“ პარასკევს, 22 სექტემბერს (ვიდეო)

„ჩემი ცოლის დაქალები“ ეკრანს უბრუნდება. ახალი რიგით მე-12 სეზონი, როგორც სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი აღნიშნავს, ყველაზე თამამი იქნება მისი არსებობის ისტორიაში და ისეთ ტაბუდადებულ თემებზე გააკეთებენ აქცენტს, რაც არასდროს გაუკეთებიათ აქამდე. პირველი სერია „რუსთავი 2“-ის ეთერში პარასკევს, 22 სექტემბერს გავა. როგორც ჩანს, რადიკალურ გადაწყვეტილებებში სცენარისტი გულისხმობდა იმას, რომ ახალ სეზონში ეკლესიის თემა იქნება საკმაოდ წინ […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-12 სეზონი იწყება

„ჩემი ცოლის დაქალები“ ახალ, მე-12 სეზონს იწყებს. სერიალის შემოქმედებითი ჯგუფი ამბობს, რომ სერიალის გაგრძელების შესახებ უამრავი კითხვა ისმოდა. მათთვის, ვისაც აინტერესებს, როდის გაგრძელდება ზაფხულის არდადეგების შემდეგ ცნობილი სერიალი, შეგვიძლია, თამამად ვუპასუხოთ, რომ გადაღებები უკვე დაწყებულია და „ჩცდ“-ს ახალ სეზონს „რუსთავი 2“-ის ეთერში ძალიან მალე იხილავთ. სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი ამბობს, რომ უფრო თამამები იქნებიან და […]

რეკლამა