ქვეყნის მთავარ დედამთილს 80 წელი შეუსრულდა (ფოტოები)

ქვეყნის მთავარ დედამთილს 80 წელი შეუსრულდა (ფოტოები)

მედეა ლორთქიფანიძე 80 წლისაა. „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნინას დედამთილის, მანანას როლით მთელ ქვეყანას შეაყვარა თავი. „ქვეყნის მთავარი დედამთილი“, როგორც მას ხშირად უწოდებენ, იუბილეს აღნიშნავს.

ფოტოები დაბადების დღიდან ჟურნალისტმა გიორგი ბერიძემ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა და მცირე ჩანახატიც დაწერა:

„მიზანსცენა: მანანას დაბადების დღეზე შეიკრიბნენ ნათესავ-მეგობრები.

მანანა: დედიკო, ნუნუკა, არაფერზე ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. ახლა რაღაც უნდა გთხოვო. შენი ხაჭაპურების ბიზნესს მჭადების ბიზნესი რომ მიუერთო ,შეიძლება? ჩემი ახლობელია გიორგი და ის დაგიდგება გვერდით? ერთგულია და დროა, მოკიდოს ხელი ბიზნესს..

ნუნუკა: ამ მჭადებით გინდათ ბიზნესი ააყვავოთ? ვის გააკვირვებთ ზეთში გამომცხვარი მჭადებით დღეს?…

მანანა: არა დედიკო, შენ როგორსაც იტყვი, ისეთ მჭადებს გამოვაცხობთ ბიზნესისთვის…

გიორგი: თბილისში უგემრიელესი მჭადი მე ვაკეში მიჭამია. რომ გახედო, მზეს დაინახავ, ისეთი თხელია და გემრიელი-გრეტა მესხის ნახელავი.

ნუნუკა: კი მსმენია მაგ ლეგენდარულ მჭადებზე…

მანანა:კი, კი ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საქმეს დაჭბრდება…

——

ეს ხუმრობით… თუმცა 1-ელ თებერვალს ჩვენი საყვარელი მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე-სრულიად საქართველოს დედამთილი მანანა(რეალურ ცხოვრებაში საუკეთესო სიდედრი) 80 წლის გახდა. ჯანმრთელობა, მხნეობა, კეთილდღეობა მრავალ სერიაში გამოჩენა, ოჯახის ბედნიერება და წარმატებები მისურვებია…“

სიახლეები/

|

February 6, 2018 / 12:56 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„მხოლოდ ქართულს“ 18%-იანი რეიტინგი აქვს – „სუპერკლასი ვიხილე!..“

„მხოლოდ ქართული“ უკვე მესამე ორშაბათია, ეთერშია. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მისი 18%-იანი რეიეტინგი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ქართული სიმღერების პროექტი დროულად გაკეთდა. ნიკა გვარამიამ ასევე შეაფასა საკუთარ არხზე დაწყებული შოუ და აღნიშნა: „ნერვიულობისგან და გადაღლისგან ჩამეძინა, რაც უიშვიათესად ხდება. სამაგიეროდ, გავიღვიძე, გადავახვიე და სუპერკლასი ვიხილე! ვამაყობ ყოველი თქვენგანით, ვინც შოუზე იმუშავეთ და ნამდვილად საუკეთესო ათეული […]

კაბუს ინტერვიუ, რომელიც დაჭერამდე მისცა – „წელიწადნახევარი ვიწვალე, მკურნალობა დავასრულე…“

ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში რეპერ კაბუსთან (კახა აბუაშვილი) ინტერვიუ გამოქვეყნდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ცნობილი მსახიობი და რეპერი სპეცოპერაციის დროს კანონიერ ქურდებთან ერთად დააკავეს და სხვა ქართველებთან ერთად კრიმინალური ჯგუფის წევრობას ედავებიან. კაბუ ადრეც იყო დაკავებული ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, შემდეგ კი საფრანგეთში ნარკოდამოკიდებულების დასაძლევად გაემგზავრა. დღევანდელ „სარკესთან“ მან სწორედ წელიწადნახევრიან მკურნალობის კურსზე ისაუბრა. მან […]

ია ფარულავა ფადი ასლისთან ურთიერთობას საკუთარ შოუში გაარკვევს

ია ფარულავა „რუსთავი 2“-ზე ახალ გადაცემას იწყებს, სადაც პოპულარულ ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს დაუსვამს და თუკი მათგან გულწრფელ საუბარს მოისმენს, თანხასაც გადაუხდის. გადაცემის სახელია „ფარული კონცერტი“ და მას ვანო ჯავახიშვილის გუნდი ამზადებს. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ია ფარულავა აღნიშნავს, რომ აქამდე „რუსთავი 2“-ზე ორჯერ იყო მცდელობა, რომ მას გადაცემა წაეყვანა მაგრამ ვერც ერთი პროექტი ვერ […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა