ქრისტინე იმედაძემ ძაღლის დაბადების დღე გადაიხადა

0
3111

ქრისტინე იმედაძეს ცხოველები ძალიან უყვარს, მომღერალს და ტელეწამყვანს ორი პატარა ძაღლი ჰყავს, რომლებიც ყველგან თან დაჰყავს, მათ შორის საზღვარგარეთ. ქრისტინეს ძაღლებს ივი და თოი ჰქვიათ. თოი გუშინ ერთი წლის გახდა, მომღერალმა ოთხფეხა მეგობრის დაბადების დღე მოკრძალებულად აღნიშნა, სპეციალურად ამ დღისთვის ბუშტები, პატარა ტორტი და სანთელი იყიდა. ქრისტინემ ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რამაც მისი მეგობრები გაამხიარულა.

როგორც ქრისტინე სოციალურ ქსელში წერს, თოის ერთი წლის იუბილე სიმბოლურად აღნიშნა და მომავალ წელს, მას გრანდიოზულ დაბადების დღეს გადაუხდის, სადაც მეგობრების ძაღლებსაც მიიწვევს.

https://www.instagram.com/p/BRGsIHHjEnt/?taken-by=christineimedadze&hl=en

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here