ქეთი ხუციშვილის ცხოვრების ტრაგიკული ეპიზოდები და წარმატება, რომელიც დიდ ასაკში მოვიდა (ფოტოები)

0
2312

ქეთი ხუციშვილის, ანუ ლუნას, როგორც მას ქუჩაში და ყველგან ეძახიან, სადაც ფეხს შედგამს, ცხოვრება „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობამ რადიკალურად შეცვალა და თავდაყირა დააყენა. იურისტი, რომელიც კარგად ცეკვავს, მღერის და მსახიობობის ნიჭი აქვს, თავისი პროფესიით უკვე აღარ მუშაობს. ქეთი მიიჩნევს, რომ სხვა ტიპის როლების მორგებაც შეუძლია და საკუთარი თავის იმედი აქვს.

მის ცხოვრებაში ბევრი ტრაგიკული ეპიზოდი იყო და დღეს, როდესაც ასეთ წარმატებას და პოპულარობას მიაღწია, მომავალს ძალიან ოპტიმისტურად უყურებს.

ქეთი ხუციშვილი:

ის წარმატება, რასაც ლუნას როლით მივაღწიე, ჩემთვის ყველაფერია. პროფესიით იურისტი ვარ და საერთოდ არ ვცხოვრობდი ისე, როგორც ახლა ვცხოვრობ. ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა და ამოყირავდა. ბაღის ბავშვებიც კი მცნობენ, მეძახიან ლუნას. ყველგან ღიმილიანი სახეები მხვდება, აფრქვევენ დადებით ემოციებს. უარყოფითი არაფერი უთქვამთ. მეხვევიან, მკოცნიან, მაჩერებენ და სელფებს იღებენ. თქვენ რომ გამოჩნდით სერიალში… მესიჯებზე არ მაქვს ლაპარაკი. პირადად მწერენ უამრავ თბილ შეტყობინებას, აუარებელი წერილია, მადლობას მიხდიან. მეც მათ ვუხდი დიდ მადლობას. იხილეთ ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here