ქეთი გომართელის კლიპი, „რომელზეც აუცილებლად ბევრს ილაპარაკებენ“

ქეთი გომართელის კლიპი, „რომელზეც აუცილებლად ბევრს ილაპარაკებენ“

„როგორ მინდა მოგეფერო“ ჯგუფ „სახის“ რეპერტუარიდან ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერაა. როგორ შეასრულებდა მას ქალი? ეს კითხვა საკუთარ თავს ქეთი გომართელმა დაუსვა და პასუხიც მალევე იპოვა, თავად ჩაწერა სიმღერა, არანჟირებისთვის კი მის ავტორს, დათო ფორჩხიძეს მიმართა.

29 აპრილს კინო „რუსთაველში“, ქეთი გომართელმა კოლეგები და ჟურნალისტები სიმღერის ახლებურ ვერსიაზე გადაღებული თამამი კლიპის პრეზენტაციაზე შეკრიბა. პრემიერა ტელეწამყვან ნიკა ხაჩიძეს მიჰყავდა. ვიდეორგოლი მაყურებელმა რამდენჯერმე იხილა. მისი რეჟისორია ნესტან სინჯიკაშვილი, რომლისგანაც ბოლო დროს არაერთი საინტერესო ახალი ნამუშევარი ვიხილეთ, ქეთის კლიპიც მათ შორის ჩაეწერა. შეგახსენებთ, რომ კლიპში ქეთი გომართელის სამოსზე და იმიჯზე ჯორჯ ვან დე კამპმა იზრუნა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამსწრეებს შორის რამდენიმე ცნობილ ადამიანს დავუსვით კითხვა, როგორ შეაფასებდნენ კოლეგის ახალ ვიდეორგოლს,  რომელიც ქეთიმ დიდხნიანი პაუზის შემდეგ გადაიღო. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ ვიდეო საკმაოდ თამამი კადრებითაა სავსე, თუმცა ეს ყველაფერი ეკრანზე კარგად და სადად არის წარმოჩენილი.

ქეთი გომართელი:

ძალიან აჟიტირებული და ბედნიერი ვარ, შედეგით კი – კმაყოფილი, რაც პრინციპში, გარანტირებული იყო, ისეთ პროფესიონალებთან მომიწია მუშაობამ, სიმღერის თუ კლიპის თვალსაზრისით. ემოციებს რომ ვუყურებდი, როგორც ჩანს, მაყურებელს მოეწონა ჩვენი ნამუშევარი. უზომოდ ბედნიერი და მადლიერი ვარ ყველასი.

გადაღებას სირთულეები ახლდა?

რა თქმა უნდა, რადგან 27 საათი განუწყვეტლივ ვიმუშავეთ, შესვენების გარეშე, მაგრამ, როგორც ხედავთ, საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

როდის ნახავს მაყურებელი კლიპს?

31 მაისს, გია ჯაჯანიძის შოუში და შემდეგ ინტერნეტშიც გამოჩნდება (იღიმის).

ნესტან სინჯიკაშვილი:

ვერ ვიტყვი, რომ კლიპის გადაღებისას სირთულეები მქონდა. ძალიან გამიადვილდა ქეთისთან მუშაობა, რასაც ვეტყოდი, ზუსტად იმას აკეთებდა, თანაც, გადასაღებ მოედანზე უამრავი პროფესიონალი მუშაობდა. პირიქით, ვისიამოვნე. დღე-ღამე გავათენეთ, მაგრამ ღირდა მუშაობა.

შენგან ბოლო დროს უამრავი სიახლე გვესმის…

თვეში ორ კლიპს მაინც ვიღებ (იღიმის). უკვე დაგეგმილი მაქვს წინასწარ, ივლისის ჩათვლით, გრაფიკი.

ქეთი ორჯონიკიძე:

ქეთის ვულოცავ, რომ ამდენხნიანი პაუზის შემდეგ გადაიღო კლიპი. ძალიან საინტერესო ვიდეორგოლია, პლუს 16-საც მივაწერდი მას (იცინის). ძალიან მიხარია, რომ მომღერლები ამოძრავდნენ და იქმნება ახალი ნამუშევრები. ბევრი მოლოდინის რეჟიმში ვართ და გვაძლევს სტიმულს, რომ ჩვენც გავიღვიძოთ!..

ნინი შერმადინი:

ძალიან მომეწონა კლიპი. ყველაზე მეტად მინდა ვთქვა ის, რომ რთულია ეროტიკული და სექსუალური კლიპის გადაღებისას ზღვარის შენარჩუნება. არ უნდა მოგივიდეს ზედმეტი, უნდა იყო ბუნებრივი, სექსუალური, ვიდეომ არ უნდა დაკარგოს ესთეტურობა. სამსახიობო მონაცემები უნდა გქონდეს, რაც ქეთის, ვფიქრობ, აქვს – არ იყო გადაჭარბებული, ზომიერი გახლდათ…

ქეთის იმიჯზე ცალკე გავამახვილებ ყურადღებას, ძალიან გამორჩეული და სახასიათო იყო, რაც მას მოუხდა. ცალკე აპლოდისმენტები ქალბატონ ნესტან სინჯიკაშვილს, მის ნიჭიერებაზე აღარ ვისაუბრებ, ამას მთელი საქართველო ამბობს, აპლოდისმენტები შემოქმედებით ჯგუფს და განსაკუთრებით, თამუნა გომართელს, რომლის დიდი წვლილიც არის ამ ყველაფრის გაკეთებაში.

მიხარია, რომ ქეთი ასე ხმამაღლა დაბრუნდა შოუბიზნესში, მივესალმები, ვუსურვებ წარმატებებს და ვფიქრობ, რომ ყველაფერი წინ აქვს.

მარიტა როხვაძე:

მომეწონა, მანამდეც მქონდა მოსმენილი და ნანახი… ვფიქრობ, ამ კლიპზე ბევრს ილაპარაკებენ, რაც უფრო მეტს, მით კარგია. სიმღერის ვერსია ძალიან მომეწონა, ქეთი იხდენს იმას, რასაც მღერის.

სითამამეც მოგეწონა?

სითამამე საჭიროა შოუბიზნესში, დამთავრდა ძველი დრო. როცა ადამიანს აქვს ლამაზი ფორმები და ამას არავულგარულად აჩენს, მივესალმები!..

ნინო მურღულია

(ფოტოები)

სიახლეები/

|

April 30, 2018 / 3:47 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

54 წლის ეკა კახიანის ფოტოსესია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ასაკში ქალი უფრო ლამაზია

სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ 54 წლის მსახიობისა და მომღერლის, ეკა კახიანის ფოტოსესიას, რომელიც მას ჟურნალმა „სითიმ“ გადაუღო. ეკა მასზე ისეთ ფორმაშია, რომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. როგორც ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე „ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და ახლა ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ყოველი დღით ვტკბები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი […]

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

აჩიკო გულედანმა ახალი სიმღერა შეყვარებულთან ერთად ჩაწერა (ვიდეო)

„ჩვენი პირველი კოლაბორაცია!!!  ერთი სული მქონდა, როდის გაგიზიარებდით! მეტს არაფერს დავწერ გარდა იმისა, რომ ვგიჟდები ამ სიმღერაზე და ყველაზე, ვინც კი ამ ვიდეოშია გაერთიანებული… Happy L for Love Achiko Guledani“ – წერს „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მონაწილე, გვანცა ჯაფარიძე. მომღერალი, რომელიც, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, აჩიკო გულედანის რჩეული გახლავთ. „მწვანე ოთახი“ feat. Uma J-ს ახალ სიმღერაზე „for […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ქეთი გომართელის ახალ კლიპს „სახის“ ძველ სიმღერაზე ნესტან სინჯიკაშვილი იღებს

მომღერალი ქეთი გომართელი, ცნობილ კლიპმეიკერთან, ნესტან სინჯიკაშვილთან ერთად, ახალ ვიდეორგოლზე მუშაობს. ქეთიმ „სახის“ ძველი პოპულარული სიმღერა, „როგორ მინდა მოგეფერო“ შეარჩია და მისი ახალი, ქავერ-ვერსია სიმღერის ავტორთან, დათო ფორჩხიძესთან ერთად გააკეთა. სიმღერა „ბრავოში“ ჩაიწერა. კლიპში ქეთის საკმაოდ საინტერესო იმიჯი აქვს, რომელზეც ჯორჯ ვან დე კამპმა იმუშავა. კლიპის პრემიერა აპრილის ბოლოსთვის იგეგმება. (ფოტოები)

რეკლამა