ქეთათო: „პოლიციის რეფორმა სასწრაფოდ არის გასატარებელი!“

ქეთათო: „პოლიციის რეფორმა სასწრაფოდ არის გასატარებელი!“

ქეთათო ჩარკვიანი ბახალას საქმის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ უკვირს, რატომ არის აზრთა სხვადასხვაობა გიორგი გიორგანაშვილთან დაკავშირებით:

„მეგობრებო, ძალიან მიკვირს,რატომ უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის ბახალას საქმე. გასაგებია, რომ მისი ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის ასმაგად მტკივნეულია ეს ყოველივე და შესაძლოა, ზოგისთვის მიკერძოებულები ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც გუშინ, იმ ცივ და სუსხიან ამინდში შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთან. ზოგის უკმაყოფილება განაპირობა, როგორც ნიუსფიდიდან ჩანს, ტრიბუნაზე გამოუსვლელობამ, ზოგს მუსიკა არ მოეწონა, მოკლედ, ყველას ვერ ასიამოვნებ! მაგრამ ნუ ვიქნებით ამდენად დაწვრილმანებულნი და ფოკუსირებულნი უარყოფითზე, პრობლემას თვალებში ჩავხედოთ და მოვუხმოთ ადეკვატურობას. ეს საქმე უნდა იყოს პრეცედენტული და ამ ქვეყანამ – მისმა მაცხოვრებლებმა „ჩადების“ მანკიერი პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ! ასე ადვილი რომ იყოს ადამიანების დაჭერა , ხომ გადაივსებოდა მსოფლიო მაშტაბით ციხეები?! ფილმებში მაინც არ გინახავთ, რომ კრიმინალური ბანდების მეთაურებს, ნარკოდილერებს სანამ კონკრეტულ ფაქტზე არ წაასწრებენ, ვერ იჭერენ და ჩხრეკის ორდერის გაცემასაც უამრავი პროცედურა ახლავს თან. აქ კი, ვიღაცას რაღაცას ათქმევინებენ და მერე, ეს ნაბოდიალები თუ არ გამართლდა, არა უშავს, ჩაუდებ და მიარჭობ  „სროკს“, როგორც მკვლელს ან მოძალადეს!

პოლიციის რეფორმა სასწრაფოდ არის გასატარებელი!

ნარკოპოლიტიკა ნარკომომხმარებლის მიმართ ლოიალური უნდა გახდეს!

ბახალა ციხიდან სასწრაფოდ არის გამოსაშვები! (მე მაინც მინდა დავიჯერო, რომ შემდგომ ისტანციაში ბახალას გაამართლებენ.)

ყველაფერი ჩვენს ხელშია!

დიახ, დღეს იქმნება ისატორია და ამ ისტორიას ვქმნით ჩვენ! <3 #არაჩადებას #ძირსპოლიციურიძალადობა #თავისუფლებაბახალას“

სიახლეები/

|

January 26, 2018 / 2:44 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას სოლიდარობას უცხადებს

ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას გადაწყვეტილებას ეხმიანება და დადებითად აფასებს. მისი თქმით, ჟიურის წევრებისგან უზრდელობა მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა. ირაკლი კაკაბაძე წერს: „სრულებით ვეთანხმები ჩემს მეგობარს, ლალი მოროშკინას. არ ეკადრება ჟიურის წევრს შეურაცხყოფის მიყენება ნებისმიერი ადამიანისათვის. „ამათ უნდა ჩაიფსან“ – ეს საკუთარ შვილს არ უნდა აკადრო, არათუ ისეთ ადამიანს, რომელსაც უამრავი რამე […]

54 წლის ეკა კახიანის ფოტოსესია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ასაკში ქალი უფრო ლამაზია

სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ 54 წლის მსახიობისა და მომღერლის, ეკა კახიანის ფოტოსესიას, რომელიც მას ჟურნალმა „სითიმ“ გადაუღო. ეკა მასზე ისეთ ფორმაშია, რომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. როგორც ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე „ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და ახლა ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ყოველი დღით ვტკბები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი […]

აჩიკო გულედანმა ახალი სიმღერა შეყვარებულთან ერთად ჩაწერა (ვიდეო)

„ჩვენი პირველი კოლაბორაცია!!!  ერთი სული მქონდა, როდის გაგიზიარებდით! მეტს არაფერს დავწერ გარდა იმისა, რომ ვგიჟდები ამ სიმღერაზე და ყველაზე, ვინც კი ამ ვიდეოშია გაერთიანებული… Happy L for Love Achiko Guledani“ – წერს „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მონაწილე, გვანცა ჯაფარიძე. მომღერალი, რომელიც, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, აჩიკო გულედანის რჩეული გახლავთ. „მწვანე ოთახი“ feat. Uma J-ს ახალ სიმღერაზე „for […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ქეთათო: „იქნებ, ოდესმე ვინმემ იზრუნოს, რომ გარეთ გასვლისას პირბადეს საჭიროება აღარ იყოს?!“

ქეთათო სოციალურ ქელში ბოლო დღეების განხილვის თემასთან, სიგარეტის საჯარო ადგილებში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ახარებს, თუმცა იმედოვნებს, რომ რომელიმე მთავრობა გადადგამს არაპოპულარულ ნაბიჯს და ამდენ „ხარახურას“, რაც ქუჩაში მოძრაობს და ჰაერს აბინძურებს, აკრძალავს. გთავაზობთ მის პოსტს: „მესმის,რომ საკმაოდ არაპოპულარულ აზრს ვაფიქსირებ, მაგრმ ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ სხვის […]

ნანკა კალატოზიშვილმა ბახალასთვის ნარკოტიკის ჩადებას ტელეზღაპარი მიუძღვნა (ვიდეო)

ნანკა კალატოზიშვილი თავის კოლეგასა და მეგობარს, გიორგი გიორგანაშვილს ყველანაირი შესაძლო ხერხით უჭერს მხარს. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ბახალას ნარკოტიკი ჩაუდეს, შესაბამისად, მან გადაწყვიტა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორიგინალური ხერხით ესაუბრა. ნანკამ გამოაქვეყნა ვიდეოზღაპარი, რომელიც ბახალასთვის ნარკოტიკის ჩადებას მიუძღვნა და ეს ამბავი მხატვრული ხერხით აღწერა.

გიზი ამირეჯიბი: „თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც სამი ძმათამკვლელი ომი დაიწყო ამ ქვეყანაში, ერთმანეთს გაუბიცებს ესროდით და ხოცავდით…“

სოციალურ ქსელში ბახალას საქმესთან დაკავშირებით გიზი ამირეჯიბი ავრცელებს პოსტს, რომელსაც „ფეისბუქზე“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიზი წერს იმ თაობის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს აკრიტიკებს და „დაბოლილებს“ ეძახის, თავად კი სამ ძმათამკვლელ ომს ჩაუყარა საფუძველი. გთავაზობთ პოსტს. „მთელი დღეა ვკითხულობ, როგორ გვლანძღავს უფროსი თაობა კომენტარებში ბახალას საქმეზე. „დაბოლილი თაობა” და „ეს რა ხალხი იზრდება”, „გარყვნილები” და ათასი … […]

ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთათო ჩარკვიანის შესრულებაზე – „სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს…“

„სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს:( იმედია, „იუთუბს“ შემორჩება მეფე“.- აღნიშნავს ნანუკა ჟორჟოლიანი და აზიარებს ქეთათო ჩარკვიანის მიერ საახალწლო კონცერტზე ვარკეთილში შესრულებულ კომპოზიციას, რომელსაც ის ირაკლი ჩარკვიანთან ერტად ასრულებდა, 31 დეკემბრის ღამეს კი ახალი ინტერპრეტაციით და ცოცხალი შესრულებით შემოგვთავაზა. ნანუკა დასძენს: „ასე რომ სხვას ემღერა, სასამართლოში წავიდოდა და მილიონს მოითხოვდა…  ფულის კეთება უნდა, რაც […]

ქეთათო შეყვარებულია (ფოტოები)

ქეთათოს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ ოფიციალური ურთიერთობა არავისთან ჰქონია. ცნობილი და საკულტო მუსიკოსის გარდაცვალებიდან მრავალი წელი გავიდა. როგორც ჩანს, ახლა გადაწყვიტა, არ დამალოს თავისი გრძნობები და ურთიერთობები. სხვა შემთხვევაში, ალბათ, თავის რჩეულთან ერთად ფოტოების გამოქვეყნებას საჯარო სივრცეში მოერიდებოდა. ქეთათო პოპიაშვილი „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ფოტოებს, საიდანაც ჩანს, რომ ის შეყვარებულია. მას სოცქსელში უამრავი ფოტო უდევს, სადაც მისი […]

რეკლამა