ქეთა თოფურიას კონკურენტი გამოუჩნდა – სალი ხმალაძის “დომინოს ეფექტი”

0
67

 

რუსულ შოუბიზნესში ახალი ქართული სახე გამოჩნდა.  მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში  ქართველმა ლამაზმანმა სალი ხმალაძემ, რომლის სასცენო სახელი SALLY გახლავთ, კლიპი წარმოადგინა. “დომინოს ეფექტი” (“Эффект домино”) – ასე ჰქვია გოგონას პირველ სიმღერას, რომლის კლიპშიც მონაწილეობა, ცნობილმა მექალთანემ და სკანდალურმა სახემ გოშა გუცენკომ მიიღო.

რუსული ტაბლოიდები უკვე წერენ, მათი რომანის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ გოშა დაოჯახებულია.  კლიპზე რეჟისორმა ალექსანდრ სუტკინმა იმუშავა. ნამუშევარი საკმაოდ თანამედროვე და დინამიური აღმონდა. ვიდეო რგოლში შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევთ, რომ წყვილს შორის  თანამშრომლურ ურთიერთობაზე მეტია.

როგორც პრესაში წერენ კლიპის პრემიერაზე, გუცენკო სალის ერთი წუთითაც არ ტოვებდა. გოგონა ადრეულ ასაკში გათხოვდა, მაგრამ მეუღლეს დაშორდა და ერთ შვილს ზრდის.

ახალგაზრდა მომღერალი სალი რუსეთში მოღვაწე ცნობილი პროდიუსერის ნინო წიკლაურის ქალიშვილი გახლავთ, რომელიც მას კარიერის აწყობაში ეხმარება. შეგახსენებთ, რომ ნინო გიგა კვენეტაძის მეუღლე იყო, მაგრამ მოსკოვში გადასვლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ის რუს მილიონერზე გათხოვდა და იქაურ შოუ-ბიზნესში გააგრძელა საქმიანობა.

ამბობენ, რომ წარმატებული დედის წყალობით სალის კარიერის აწყობა არ გაუჭირდება და მისი სახით საქართველოდან ქეთა თოფურიას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა…

[jwplayer mediaid=”13638″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here