ქეთა თოფურიას დედა: “ქეთა და ლიოვა ცოლ-ქმარი არიან და ერთმანეთს არ დაშორებიან”

0
4443

ქეთა თოფურიას დედა, შვილის გარშემო განვითარებულ სკანდალებს ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბარში ეხმაურება.

„გეტყვით, რომ ქეთა და ლიოვა ცოლ-ქმარი არიან და ერთმანეთს არ დაშორებიან. ეს ჭორი ტყუილია და მსგავსი არაფერი ხდება. რომ დაშორებოდნენ აუცილებლად ოფიციალურად გამოვიდოდნენ და მოახსენებდნენ საზოგადოებას. ამას ვერც დამალავდნენ. ისინი დღეს ერთად არიან და კარგად არიან“  – ამბობს ქეთა თოფურიას დედა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.

ქეთა თოფურიას და ლევ გეიხმანის დაშორების შესახებ, ინფორმაცია გასულ კვირას რუსულმა პრესამ გაავრცელა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ქეთა ქმარს რეპერ გუფის გამო დაშორდა, თუმცა ეს ინფორმაცია თავად მუსიკოსებმაც უარყვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here