ქართველი სელებრითების საახალწლო ნაძვის ხეები (ფოტოგალერეა)

0
7297

ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა, მართალია ძველი ტრადიციების მიხედვით, სახლი საახალწლოდ ბარბარობის დღესასწაულზე უნდა მოირთოს, თუმცა ქართველმა სელებრითებმა ეს წესი დაარღვიეს და საახალწლო ნაძვის ხეები უკვე ააწყვეს.

 

ანუკი არეშიძე

ანუკი არეშიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საახალწლო ნაძვის ხე ააწყო. ფოტო დიზაინერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანუკი არეშიძის და კახი კალაძის სადღესასწაულოდ მორთული სახლი, ნამდვილად ზღაპრულ სამყაროს გავს.

15494176_10206057703720482_288713817_n

ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის დიდ ოჯახში, საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. წყვილმა სახლში გიგანტური ნაძვის ხე ააწყო. ხატიამ ნაძვის ხესთან ფოტოც გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

00xa-1

სოფო ნიჟარაძე

ულამაზესია სოფო ნიჟარაძის საახალწლო ნაძვის ხე. მომღერალმა სახლი საახალწლოდ თავად მოაწყო და ნაძვის ხეც მორთო. სოფოს ნაძვის ხე წითელ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. მომღერალს არც ის დავიწყებია 2017 მამლის წელი რომ არის, შესაბამისად მის ნაძვის ხეს თოვლის ბაბუა და მამალი ამშვენებს.

https://www.instagram.com/p/BN7WRQZD-Mk/?taken-by=sofianizharadze&hl=en

ლიკა შუბითიძე

ლიკა შუბითიძემ საახალწლო ნაძვის ხე უკვე ააწყო. რომელიც საკმაოდ ორიგინალურია, მომღერალმა ნაძვის ხე სახლში ჭერზე დაკიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლიკამ ბავშვის გამო მიიღო, რომელიც მისი ვარაუდით ნაძვის ხეს დაშლიდა.

lika

ჯაბა ქარსელაძე

საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ჯაბა ქარსელაძემ სახლში გიგანტური ნაძვის ხე ააწყო. საახალწლოდ მორთული ქარსელაძის სახლი, საკმაოდ მხიარულ ფერებში გამოიყურება. ვინ დაეხმარა მომღერალს ნაძვის ხის აწყობაში უცნობია.

jaba

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here