ქართველი მხატვრები ლუვრში საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენენ

0
2248

ქართველი მხატვრების გამოფენა პარიზში წელს ისევ გაიმართება. ქართველი მხატვრები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ და მასშტაბურ არტბაზრობაში, რომელიც პარიზში, ლუვრის მუზემში ტარდება, სახელწოდებით „კარუსელ დუ ლუვრი“.

არტბაზრობაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მხატვრები: გიორგი ტაბლიაშვილი, ლელა ტაბლიაშვილი, მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილი, რომლებიც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ ემიგრანტ მოქანდაკესთან ერთად, ფართო და პრესტიჟულ სივრცეში წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.

გამოფენა გაიმართება 20-22 ოქტომბერს. მასში მონაწილეობას მიიღებს 700-მდე მხატვარი და გალერეა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენას ეყოლება 100 000-მდე დამთვალიერებელი.

აღსანიშნავია, რომ პარიზის გამოფენის შემდეგ, გიორგი ტაბლიაშვილი და ლევან ბუჯიაშვილი ასევე მიწვეულები არიან საფრანგეთში, ქალაქ ბორდოსა და შვეიცარიაში, ქალაქ მონტროში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პრესტიჟულ არტბაზრობებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here