“ქართველი კაცები, თავიანთ ცოლებს საერთოდ არ უფრთხილდებიან” – გვანცა ოსიყმაშვილი

0
2117

გვანცა ოსიყმაშვილი საზოგადოებამ “იქს ფაქტორიდან ” გაიცნო. როგორც თვითონ ამბობს, შეყვარებული არ ჰყავს და ქართველ კაცებს მკაცრად აკრიტიკებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მან ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა.

“შეიძლება რეალურად არ მიყვარდეს ვინმე, მაგრამ სულ შეყვარებული ვარ. ერთი პერიოდი მესიზმრებოდა, რომ ვიღაც მიყვარდა. მერე დილით რომ ვიღვიძებდი ძალიან ბედნიერი ვიყავი. ცხოვრება მიხაროდა. აფრთიანებული დავდიოდი. გამოვდიოდი გარეთ და იმედი მიცრუვდებოდა. ახლაც მიცრუვდება იმედი ქართველ ბიჭებზე. ყველა მამაკაცს ხომ უყვარს დავარცხნილი გოგოები, ყველაფერი რომ გაკეთებული აქვთ, ლამაზად რომ გამოიყურებიან, მაგრამ თავის გოგონებს, ცოლებს საერთოდ არ უფრთხილდებიან. ურჩევნიათ სხვის ქალებს უყურონ. ეს ძალიან მაღიზიანებს. აზროვნებაც არ მომწონს ასევე ვიზუალი, ჩაცმულობა, განათლების დონე. არ მომწონს კიდევ ის, მოწესრიგებულ მამაკაცს, ფრჩხილები რომ არ აქვს შავი და პიდარასტს რომ ეძახიან. ვიზაულს  ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ განათლების დონეს უფრო მეტი. სადმე რომ წავალ, არ უნდა შემრცხვეს ჩემს გვერდით რომ არის.”

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here