ქართული „ვოისის“ მონაწილე ბრიტანულ როკბენდში აიყვანეს

0
1334

ნადი ზახარიანი, რომელიც ქართულ „ვოისში“ მონაწილეობდა და დათო ფორჩხიძის გუნდში იყო, ბრიტანულ როკბენდში „Kiss The Gun“ აიყვანეს. ამის შესახებ მომღერალი თავად წერს სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ჯგუფის ალბომი მალე იხილავს მზის სინათლეს.

„მეგობრებო! ახლა ოფიციალურად შემიძლია, კარგი ამბები გაგიზიაროთ 🙂 ძალიან ბევრ კანდიდატს შორის ჩემი ხმა გახდა რჩეული ბრიტანული როკბენდის ვოკალისტად! მოვაწერეთ ხელი ლეიბლთან და ჩავწერეთ ალბომი, სხვათა შორის, მეც ვიყავი ჩართული სიმღერების დაწერაში, რითაც დავიმსახურე მეტი მოწონება და მხარდაჭერა ბენდის წევრებისგან. დისკი გამოვა ძალიან მალე, ასევე იგეგმება კონცერტები ლონდონში, შემდეგ ტურები ევროპაში!!!

დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა და მამხნევებდა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here