ქართული „8 წუთი“ მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულია!..

0
1142

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი“ მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ფესტივალი წელს უკვე მეოცედ გაიმართა. „8 წუთი“ მთავარი პრიზისთვის იბრძოდა და უკვე გახდა ცნობილი გამარჯვებულის ვინაობა. ფილმს „ოქროს მედალი“ გადაეცა.

საინტერესოა, რომ კონკურსის ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში ქართული ნამუშევარი პირველად მოხვდა ფინალისტებს შორის, გამარჯვებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ფილმი აპოკალიფსის შესახებაა, მზის ჩაქრობის შემთხვევაში რვა წუთი დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება…

„8 წუთი“ Sibler Films პროექტია, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებმა გიორგი გოგიჩაიშვილმა, დათო აბრამიშვილმა გადაიღეს, სცენარი ეკუთვნით მარი ბექაურს, ზაზა კოშკაძესა, პროდიუსინგი: გეგა ხმალაძეს, მაგდა დათუაშვილს.

ფილმში მთავარ როლებს ანი ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე ასრულებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here