ქანიე უესთს ჰომოსექსუალები ავიწროებენ

0
22

მოემზადეთ – ქანიე უესთი მორიგ განცხადებას ავრცელებს. ამჯერადაც არანაკლებ საინტერესო, ვიდრე მისი შეერთებული შტატების პრეზიდენტად კენჭისყრაა. როგორც რეპერი ამბობს, თავს დისკრიმინირებულად გრძნობს. რეპერმა ძალები თითქმის ყველა სფეროში მოსინჯა, მუსიკალურ მოღვაწეობას რა საკვირველია აგრძლეებს, თუმცა, სურს მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერიც გახდეს – მართალია, მის ბოლო კოლექციას, რომელიც Adidas-ისთვის შექიმნა, დიდად დადებითი შეფასებები არ მოჰყოლია, თუმცა, რეპერი გაჩერებას არ აპირებს. ერთადერთი კი ახლა ის ადარდებს, რომ მოდის სამყაროს ჰომოსექსუალები მართავენ – მათ გვერდით თავს დაჩაგრულად ვგრძნობ – წუწუნებს რეპერი.

ინტერვიუში ქანიე სტერეოტიპებზე ბევრს საუბრობს და ამტკიცებს, რომ თუკი მოდის სამყაროში არატრადიციული ორიენტაცია ჩვეულებრივი რამაა და აქ ძირითადად ჰეტეროსექსუალები უკვირთ, რეპერების შემთხვევაში ყვლაფერი პირიქითაა – კარგა ხანს მეგონა, რომ ფრენკ ოუშენის განცხადების შემდეგ, ბისექსუალი ვარო, მისი კარიერა დაინგრეოდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა – ისტორიას ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ – ყვება ინტერვიუში ქანიე.

მისი მორიგი დასანგრევი სტერეოტიპი პრეზიდენტობაა – ქანიეს სურს პირველი სუპერსტარი პრეზიდენტი გახდეს და 2020 წლისთვის საარჩევნო ბატალიებში ჩართვას სრული სერიოზულობით აპირებს. ელენ დე ჯენერესის შოუში ქანიეს მეუღლემ, კიმ კარდაშიანმა დაადასტურა, რომ მისი მეუღლე პრეზიდენტობაზე სრულიად სერიოზულად ფიქრობს და 5 წელიწადში გეგმავს ბინა თეთრ სახლში დაიდოს.