ქანიე უესტი და ჯარედ ლეტო დამეგობრდნენ

0
89

ჟურნალი VOGUE იუბილარია – მსოფლიოს ყველაზე მოდური გამოცემა წელს 95 წლის იუბილეს აღნიშნავს. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში მისი ახალი ნომრის რამდენიმე გარეკანი გავრცელდა, რომელზეც ყველაზე წარმატებული და ცნობილი მოდელები – კენდალ ჯენერი, ჟიზელ ბიუნდჰენი, ქეით მოსი და კრისტი ტარლინგტონი არიან გამოსახული, ამჯერად კი წვეულებას უმასპინძლა, რომელზეც ჰოლივუდის თითქის ყველა ვარსკვლავმა მოიყარა თავი.

განსაკუთრებულ ყურადღებას კი ქანიე უესტი და ჯარედ ლეტო იმსახურებენ. მუსიკოსებმა კამერების წინ დიდხანს იპოზიორეს ერთად და საღამოს განმავლობაშიც ბევრს საუბრობდნენ. ყვითელი გამოცემები კი იმაზე ხუმრობენ, რომ მათ შორის მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება და შესაძლოა მალე ჯარედი ამერიკის პრეზიდენტის რანგში ვიხილოთ.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ორიოდე კვირის წინ iHeartRadio Music Festival-ზე ლეტომ ქანიე ვესტი შემდეგი სიტყვებით წარადგინა: “მუსიკოსი, არტისტი, პროდიუსერი, მამა, ქმარი, პროვოკატორი, დიზაინერი, რეჟისორი და ვინ იცის, იქნებ ამერიკის მომავალი პრეზიდენტიც”…

ზემოთხსენებული მუსიკოსების გარდა ჟურნალ VOGUE-ს დაბადების დღის წვეულებაზე თავი ისეთმა ვარსკვლავებმა მოიყარეს, როგორებიც არიან: კენდალ ჯენერი, ჯიჯი ჰადიდი, კრის ჯენერი, დოუთზენ კრუსი და სხვ.

იხილეთ ფოტოგალერეა…