Q-Net-ის განმარტება, რატომ ვერ მოხვდა აფხაზეთი მათ სარეკლამო ბანერზე

Q-Net-ის განმარტება, რატომ ვერ მოხვდა აფხაზეთი მათ სარეკლამო ბანერზე

რადიო „ფორტუნას“ მიერ გავრცელებულ ფოტოს, სადაც ასახულია, როგორ განათავსა კომპანიამ „Q-Net“ ყაზბეგის გამზირზე სარეკლამო ბანერი საქართველოს რუკით და მას „აფხაზეთი“ ჩამოაჭრა, დიდი რეზონანსი მოჰყვა ინტერნეტსივრცეში.

საგულისხმოა, რომ იგივე ბანერები კომპანიის რუსულმა საიტმა განათავსა საკუთარ გვერდზე და დააწერა: „Q-Net-ის ბილბორდები თბილისში“.

კომენტარებს, რომლებიც რუსულ საიტზე ამ ფოტოების განთავსებას მოჰყვა, კომპანიის წარმომადგენელმა, ალიკ კადიროვმა უპასუხა. მისი თქმით, მოხდა გაუგებრობა. ჩვენ მის კომენტარს გთავაზობთ, თუმცა მაინც გაუგებარი რჩება, დამუშავებისას გამოყენებული საქართველოს რეალური რუკა რატომ მოხვდა მოგვიანებით ასეთი სახით სარეკლამო ბილბორდებზე.

ალიკ კადიროვი წერს:

„ძვირფასო მკითხველებო! გაუგებრობა მოხდა და გვინდა, ნათელი შევიტანოთ ამ სიტუაციაში. დავიწყოთ იმით, რომ Q-Net პატივს სცემს საქართველოს ერთიანობას და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს საპირისპიროს მტკიცებას ან ამ აზრისთვის ხელშეწყობას.

სარეკლამო ბანერის დიზაინი ეს არაფერია, გარდა სურათისა, რომელიც გადმოსცემს საქართველოს ლანდშაფტის სილამაზესა და მრავალფეროვნებას, თუმცა საქართველოს რეალური რუკა, რომელიც აფხაზეთსაც მოიცავს, ჩვენ დამუშავებისას გამოვიყენეთ. ამის დასადასტურებლად ვაქვეყნებთ ორ ფოტოს. გთხოვთ, არ გამოიყენოთ უცენზურო ლექსიკა კომენტარებში“.

სიახლეები/

|

November 22, 2017 / 4:07 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქეთი ჩხეიძეს ქალის მიმართ ინტერესი ჰქონია: „შეიძლება, შეგიყვარდეს კიდეც…“

ქეთი ჩხეიძე „მძიმე კაცთან“ ახალი გადაცემის სტუმარია. მსახიობი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნუნუკას როლით, ამბობს, რომ ქალის მიმართ ინტერესი ჰქონია. ქეთი ჩხეიძე აღნიშნავს: „ინტერესი მქონია, კი, როგორ არა. ნაბიჯები არ გადამიდგამს, ინტერესი მქონდა. სექსს გულისხმობ?.. მომწონებია, მიფიქრია კიდეც. ეს არსებობს. შენი ორიენტაცია არის სრულიად სხვა რამ… შეიძლება, შეგიყვარდეს კიდეც“.

სოფო ნიჟარაძის სექსუალური იმიჯი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ (ფოტო)

სოფო ნიჟარაძე შესანიშნავად გამოიყურება, რაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუკი მის ახალ ფოტოს შეავლებთ თვალს. დათუნა სულიკაშვილის ულამაზეს ნახევრად გამჭირვალე შავ კაბაში გამოწყობილი მომღერალი გიორგი ცაავას ფოტოკამერის წინ პოზირებს. გადაღებისთვის მაკიაჟი ნინო მარტაშვილმა გაუკეთა, ხოლო ვარცხნილობა – ხატია ხატიაშვილმა. სოფო ნიჟარაძეს ფოტოალბომში ბევრი ლამაზი ფოტო მოეპოვება, თუმცა ახალი ფოტო მართლაც გამორჩეული გამოვიდა.

აკა სინჯიკაშვილის ახალი ბრალდებები თეონა ბაღდავაძეს და მისი პასუხი – „თუ ვინმე დასმდევს მალულად, არ ვიცი…“

„წითელი ცხვირების“ საქმეზე გამოძიება არ გახდა საჭირო, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. შეგახსენებთ, რომ „წითელი ცხვირების“ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორს, თეონა ბაღდავაძეს, აკა სინჯიკაშვილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა. აკამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „ასეთი ამბავია წითელი ცხვირების საქმეზე – ფინანსურმა პოლიციამ 8-თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა