პრიმაბალერინა ლალი კანდელაკი „დონ კიხოტში“, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავთან, ბრუკლინ მაკთან ერთად იცეკვებს

0
1863

16 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დიდი საბალეტო ზეიმი შედგება. თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი, პრიმაბალერინა ლალი კანდელაკი „დონ კიხოტში“, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავთან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბრუკლინ მაკთან ერთად იცეკვებს.

ბალეტის მოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული ელით. თუმცა, ამ ზეიმს ერთგვარი სევდა ახლავს თან. ლალი კანდელაკმა გადაწყვიტა, რომ ეს „დონ კიხოტში“ მისი ბოლო შესრულება იქნება. მაყურებელს დიდხანს ემახსოვრება ჩელიტას პარტიაში მისი მართლაც გამორჩეული შესრულება, რომლის ნახვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გეძლევათ 16 ნოემბერს, 19 საათზე, თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრში.

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here