პირველი ლედი მესამე შვილს ელოდება?!.

0
2970

უკვე მეორე კვირაა, ინტერნეტსივრცეში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე მესამე შვილს ელოდება. თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, პატარა გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას მეორე საერთო შვილი იქნება.

პირველი – თემო, 2015 წელს შეეძინათ. მაკასა და გიორგის პირველი ქორწინებებიდან მაშო და ანა ჰყავთ. სწორედ ქალიშვილების წყალობით გაიცნო ერთმანეთი წყვილმა წლების წინ.

თუკი მოარულ ხმებს დავუჯერებთ, პირველი ლედი რამდენიმე თვის ორსულია. ამ ბოლო დროს, ოფიციალურ შეხვედრებზე ის არა მოტკეცილ, არამედ შედარებით თავისუფალი სტილის სამოსს ანიჭებს უპირატესობას.

მაკა ჩიჩუას ფეხმძიმობის შესახებ ჭორებს არ ადასტურებენ ოფიციალურად. და ეს არც იქნება გასაკვირი. თუკი პირველი ლედი მართლაც ორსულადაა, მას ალბათ, არ აქცს სურვილი, ეს თემა ფართო საზოგადოების გარჩევის საგანი იყოს, როგორც წინა ფეხმძიმობა გახდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი, ანა, ასევე ასაიდუმლოებდა საკუთარ ფეხმძიმობას, სანამ მუცელი არ დაეტყო…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here