“პირად ცხოვრებაში ისევ ერთი ვარ” – რეპერი მასტერი დეპრესიაშია?

“პირად ცხოვრებაში ისევ ერთი ვარ” – რეპერი მასტერი დეპრესიაშია?

რეპერიმა მასტერმა სოციალურ ქსელში სევდიანი სტატუსი გამოაქვეყნა, როგორც ჩანს რეპერი დეპრესიაშია.

“მე არ მახსენდება ასეთი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, რაც ბოლო 7-8 თვე მაქვს… ვერ ვიტყვი, რომ დეპრესიაში ვარ, უბრალოდ თითქოს მიზანი დავკარგე, კი არ დავკარგე ვიღაცეები მეფარებიან, რომ მიზანს ვერ ვხედავდე… ამბობენ არ უნდა შეიმჩინიო რომ ავის მოსურვეებმა არ გაიხარონო, მაგრამ ყველაზე მეტ მტერს ვგრძნობ გარშემო. არ ვფიქრობ, რომ ამ დროს იარაღით სიარული გამოსავალია, ჯობია ისევ ჩემი სიმართლით ვიარო! 3:08 / 24 მაისი“ – წერს მასტერი.

რამ ჩააგდო ასეთ მდგომარეობაში რეპერი, ამის გასარკვევად “მიუზიკ ბოქსი“ მასტერს დაუკავშირდა:

– მასტერ, დეპრესიაში ხართ?

– არა, დეპრესიაში ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ ბოლო დროს ვხედავ, ბევრი ადამიანი ცდილობს მასტერი უკან დახიოს.

– ვის გულისხმობთ, მუსიკოსებს?

– თუნდაც მუსიკოსებს, მაგრამ ვერ ჩამოვთვლი მათ, რადგან ეს ჩემი სტილი არაა.

– დაგხიეს უკან?

– მე ვერასდროს დამხევენ უკან, იმიტომ რომ უკვე ძალიან შორს ვარ მათგან. ჩემს უკან დახევას, რომ ცდილობენ ესეც თემაა.

– კონცერტებზე გბლოკავენ?

– მე ვერავინ ვერ დამბლოკავს ვერც კონცერტზე და ვერც ტელევიზიაში. ჩემი ტელევიზია მაქვს “ფეისბუქზე“.

– დაგცინის ხალხი?

– პირადად ვერავინ ვერ დამცინის. თუ არ ვცდები გოეთემ თქვა: გზად მიმავალი შემხვედრ ყველა მაწანწალა ძაღლს თუ ქვა ესროლე მიზნამდე ვერასდროს ვერ მიხვალ!! ყველას აქვს რთული პერიოდი ცხოვრებაში და ალბათ ჩემთანაც ასეთი ეტაპია, ფილტრაცია ხდება ადამიანების. ახლა, ჩემს შემოქმედებას ნაკლებად ვუთმობ დროს, რადგან პირველ ინტერნეტ რადიოზე ვმუშაობ. რევოლუციურად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ადამიანს იუთუბზე აღარ დასჭირდება შენი მოძებნა.

– პირად ცხოვრებაში ხომ არ გაქვს კრიზისი?

– პირად ცხოვრებაში ისევ ერთი ვარ. არანაირი კრიზისი არ მაქვს.

– ხმები დადის, რომ უამრავ გოგოს წერ სოციალურ ქსელში…

– უამრავი გოგოა ჩემს გარშემო, მაგრამ არ ვფიქრობ რომელიმეს დასრულებას ბეჭდით. რომ არსებობდეს ვინმე ისეთი ვისთანაც ურთიერთობის ბეჭდით დასრულებაზე ვიფიქრებდი, ერთად ვიქნებოდით ახლა.

სიახლეები/

|

May 24, 2017 / 2:16 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სტეფანე: „ნინო და ილიკო სუხიშვილები, ზოგი „კოლეგისგან“ განსხვავებით, „ნაფტალინის აბაზანებში“ არ წვანან…“

სტეფანე მღებრიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე „სუხიშვილების“ გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. მომღერლის თქმით, ნახა ინტერვიუ, რომელიც ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „ცეკვა ქართულთან“ დაკავშირებით მისცეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გენიოსებმა გაზარდეს. სტეფანე წერს: „ილიკოს და ნინოს ინტერვიუს ვუსმინე – “განმარტებას”… და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იმდენად გენიოსებმა გაზარდეს და ისე სწორად, რომ მეტი არ შეიძლება… ბევრი […]

„სუხიშვილების“ ცეკვის შესახებ კიდევ ერთი იუმორისტული ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში ბელა მაღლაფერიძე აქვეყნებს იუმორისტულ ვიდეოს, სადაც „სუხიშვილების“ „ცეკვა ქართულის“ შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამს. ვიდეოს „ფეისბუქზე“ უამრავი ნახვა და მოწონება ხვდა წილად. როგორც ბელა მაღლაფერიძე აღნიშნავს: „ისეთი საშინელება იყო, რომ დღემდე „აჩკები“ მიკეთია. ვიყავი, შვილო, კონცერტზე, მაგრამ „სუხიშვილები“ იყო? ილიკომ, უნდა განვავითაროთ ცეკვაო. განვითარება რად უნდა ცეკვასა და ქართულსა, განვითარება უნდა ეკონომიკასა და ქვეყანასა… გამოვიდა […]

რუსი გოგონები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, თბილისს აკრიტიკებენ: „თბილისი, შენ მაინც სოფელი ხარ!..“

სოციალურ ქსელში ვრცელდება ელენე ინაურის პოსტი, სადაც ის ორი რუსი გოგონას შესახებ წერს. მისი თქმით, ისინი საქართველოში მუშაობენ, ტურისტები ჩამოჰყავთ, თუმცა ჩვენს ქვეყანას ვერ იტანენ და ამას სოცქსელში სხვადასხვა პოსტით ხშირად გამოხატავენ. ელენე აღნიშნავს: „გოგოები რომლებიც ცხოვრობენ თბილისში. ეწევიან ტურისტულ საქმიანობას, აქვთ კერძო ბიზნესი, პარალელურად ვერ იტანენ საქართველოს, ვერ იტანენ ქართველებს და არ აღიარებენ საქართველოს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მასტერის ახალი კლიპი სიმღერაზე „S.O.S.“ (ვიდეო)

რეპერი მასტერი გიორგი პავლიაშვილი თაყვანისმცემელს ახალ კლიპს სთავაზობს. სიმღერის სახელწოდებაა „S.O.S.“. როგორც თავად რეპერი წერს: „ყველა ადამიანს, ვინც მსგავს სიტუაციაში გრძნობს თავს, მინდა ვუთხრა, რომ არ ხართ მარტო და სადღაც შორს, თუნდაც კილომეტრებს იქით მე მესმის თქვენი…“ კლიპი, ისევე, როგორც რეპერის სხვა ნამუშევრები, „Xenon Production“-მა გადაიღო, ოპერატორი: გიორგი მხეიძე. კლიპში მონაწილეობს მარიამ გაზდელიანი.  

“ფორტუნა პლუსს” დღეს 17 წელი შეუსრულდა!.. – ცნობილი შემსრულებლების მილოცვები

უახლესი ჰიტების ტალღა, „რადიო „ფორტუნა პლუსი“ დღეს, 1-ელ სექტემბერს, 17 წლის გახდა!.. რადიოს, რომელსაც გახსნის დღიდან მსმენელი არ მოჰკლებია, დაბადების დღეს მთელი დღის განმავლობაში ულოცავენ ცნობილი ადამიანები. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული რადიო, რომლის ეთერიც ყოველთვის მზადაა, დრო დაუთმოს ქართველი თუ უცხოელი შემსრულებლების უახლეს ენერგიულ კომპოზიციებს, მუდმივად ვითარდება და ახალ მსმენელს იძენს. ჩვენ რამდენიმე მუსიკოსს დავუკავშირდით, […]

კარგი გოგო და „ბენტლი“ მასტერის ახალ კლიპში – „ძალიან უხდებით ერთმანეთს…“

„SSS“ რეპერ მასტერის ახალი სიმღერაა, რომელიც ახლახან თავად გადაიღო. ის ქართველი რეპერისთვის უჩვეულო ჟანრშია გაკეთებული, რომელშიც აქამდე არ უმუშავია, ამ მიმართულებას რეპში Drill ჰქვია და როგორც მასტერმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, განგსტერული მიმდინარეობაა. გიორგი პავლიაშვილი (მასტერი): ახალი კლიპი სპონტანურად გადავიღეთ, რეჟისორი თავად გახლავართ. ინსტრუმენტალი მე არ მეკუთვნის, Proffeny-ს გაკეთებულია. ვეღარ ვითვლი, მერამდენე ვიდეო გადავიღე (იღიმის). სიმღერაზე […]

მასტერი: „ამის მერე რეპერები ალბათ უფრო მეტს იფიქრებენ, სანამ რამეს ჩაწერენ – სიტყვის თავისუფლების მაგივრად – სიმღერის თავისუფლება…“

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, ანუ მასტერი, როგორც მას მისი თაყვანისმცემლები იცნობენ, პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. გიორგიმ მიიტანა ამობეჭდილი „სქრინი“, სადაც ჩანს მისი და „ბირჟა მაფიის“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი ქებურიას მიმოწერა მის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, სადაც ქებურია მასტერს უყვება, როგორ გაღიზიანდა შსს მათი ახალი კლიპის „შავი ზედა“ გამო.

“ამ გოგოსთან არაფერი გამოვიდა” – მასტერის წარმუმატებელი სიყვარული

"მას" ვუთხარი რომ სხვა გოგო მომწონდა და 14 თებერვალს, მისთვის საჩუქრის ჩუქებას ვაპირებდი. მოვიდა 14 თებერვალი, ვიყიდე საჩუქარი და "მას" დავურეკე 5 წუთით გამოდიმეთქი. მანქანაში ჩაჯდა და მკითხა:

რეკლამა