ოთო ნემსაძემ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სიმღერა ჩაწერა – „მე მახსოვს…“

0
2282

„მე მახსოვს“, ასე ჰქვია ოთო ნემსაძის მიერ დაწერილ სიმღერას ალექსანდრე ლორთქიფანიძის ტექსტზე. კომპოზიციის პრემიერას, რომელიც მომღერალმა აგვისტოს ომის ათი წლისთავს მიუძღვნა, რადიო „ფორტუნა“ დღეს შემოგთავაზებთ, სიმღერის სრულ ვერსიას სწორედ „ფორტუნას“ ეთერში მოისმენთ, მის მოკლე ვერსიაზე შექმნილ კლიპს კი დღეს საღამოს, ექვსსაათიანი „კურიერის“ დასრულების შემდეგ „რუსთავი 2“-ზე იხილავთ.

ოთო ნემსაძე ახალ ალბომზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაა „ის, რაც დარჩება“, მასში 12 კომპოზიცია შევა, სრულიად ახლები, რომლებიც ოთოსთვის დაიწერა, მხოლოდ ერთი მათგანი ავტორია თავად, როგორც უკვე აღვნიშნეთ.

ოთო ნემსაძე:

„მე მახსოვს“ არის ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელსაც ფართო მსმენელი მოისმენს. ის დავწერე ერთი წლის წინ და შევა ჩემს ახალ ალბომში, რომელიც მალე იქნება მზად. სიმღერა არის პროტესტი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

მეტი იხილეთ აქ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here