ოთო ფოლადაშვილი პირველად ანა ახვლედიანის შესახებ – “ძალიან ბედნიერები ვართ!..“

0
138

ანა ახვლედიანმა მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილისადმი გრძნობებზე პრესასთან გულახდილად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მათი რომანი უკვე საკმაო ხანია, გრძელდება დ ამ გრძნობის ძალიან ეშინია, ვინაიდან თავისი ინტენსიური სამუშაო გრაფიკის გამო, რომელიც საზღვარგარეთ ხშირ ვოიაჟებს ითვალისწინებს, წყვილს ერთად გასატარებლად მცირე დრო რჩება.

ამჟამად ანა თბილისშია და “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისთვის ემზადება. ოთო შოუში არ მონაწილეობს, მაგრამ აქტიურად უგულშემატკივრებს საყვარელ ქალს.

ოთოს დავუკავშირდით იმისთვის, რომ ანაზე საუბარი გვეთხოვა…

ოთო ფოლადაშვილი:

ერთ-ერთ გადაცემას შევუთანხმდით, რომ ვრცელ ინტერვიუს მივცემთ, ამიტომ ძალიან ბევრს ვერ ვილაპარაკებ ამ თემაზე, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ მე და ანა ერთად ვართ და ვართ ძალიან ბედნიერები (იღიმის). ჩვენი ურთიერთობა ერთი წლის წინ დაიწყო, სიმბოლურად ვალენტინობას შევხვდით ერთმანეთს.

როგორია, იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი გოგონას მეორე ნახევარი?

ამაზე არ მაქვს გართულება. კარგია, რომ ასეთი ულამაზესი, უმშვენიერესი და უსაყვარლესი ადამიანია ჩემ გვერდით. სხვათა შორის, ახლაც ჩემთან ერთადაა (იღიმის).

ანა ამბობს, რომ ამ გრძნობის ეშინია, რადგან ხშირად მოგიწევთ განშორება მისი საქმიანობის გამო…

ამ ყველაფერს გაგებით ვეკიდები. მისი პროფესიული წარმატებები და წინსვლა ყველაზე მეტად მე მიხარია… მინდა, წინ წავიდეს.

“ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რატომ არ მონაწილეობ?

შოუს ყველა სეზონში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მეორე სეზონი მოვიგე რუსკა მაყაშვილთან ერთად. ახლა კი, უბრალოდ, პირობებზე ვერ შევთანხმდით, თუმცა ამაზე მეტს ვერ გეტყვით…

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here