„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი 30 აგვისტოს გამოვლინდება

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი 30 აგვისტოს გამოვლინდება

პრესტიჟულ ამერიკულ კინოპრემიაზე, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი 30 აგვისტოს კინოსახლის განახლებულ დარბაზში გამოვლინდება. სპეციალური კომისია 4 ფილმის ნახვის შემდეგ დახურული კენჭისყრის შედეგად შეარჩევს „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ნამუშევარს.

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შევიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს:

„ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)

„მძევლები” (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)

„საშიში დედა” (რეჟისორი: ანა ურუშაძე)

„ლუკა” (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც კინოსექტორის წევრებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის არიან ლანა ღოღობერიძე, კოტე ჯანდიერი, ია სუხიტაშვილი, ოთარ შამათავა, არჩილ ახვლედიანი, გიორგი ოვაშცილი, ქეთი ტრაპაიძე, კომისიაში ასევე შედიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, „დოლბის“ კინოთეატრში გაიმართება.

სიახლეები/

|

August 29, 2017 / 5:04 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ფეხმძიმე თამო ვაშალომიძის პირველი ფოტო

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ფეხმძიმედაა. ის პირველ შვილს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან ელოდება. როგორც თამომ აღნიშნა, მის ვინაობას ქორწილის დღეს გაამხელს, მანამდე კი რჩეულის სახელისა და გვარის თქმას არ აპირებს. თამომ ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მუცელი ეტყობა. ფოტომოდელი ძალიან ბედნიერია და მილოცვებს იღებს. ის და მისი რჩეული ახლახან დაინიშნენ.

ორი ფეხმძიმე „ნიჭიერის“ ჟიურიში (ფოტო)

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ჩაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“. „ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი […]

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ისთვის ლესბო და გეი წამყვანებს ეძებს

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბო და გეი წამყვანებს. „მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ“. შეგახსენებთ, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

როგორ აღმოჩნდა მარლონ ბრანდოს კუთვნილი “ოსკარი“ ლეონარდო დიკაპრიოს სახლში?

1954 წელს, ფილმ “პორტში“ შესრულებული მთავარი როლისთვის, მსახიობ მარლონ ბრანდოს ოსკარის ჯილდო გადასცეს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მსახიობის საკუთრებაში რჩებოდა, თუმცა შემდეგ მისი სახლიდან გაურკვეველ გარემოებაში გაქრა. ბრანდომ არაერთხელ სცადა მიეკვლია საკუთარი პრიზისთვის, თუმცა მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. მხოლოდ დღეს, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, დაკარგული ნივთის და მისი ახალი მფლობელის შესახებ, საკმაოდ საინტერესო ფაქტები გახდა ცნობილი. როგორც […]

ოსკარი 2016 – გამარჯვებულთა სრული სია

ლოს-ანჯელესის "დოლბის“ თეატრში წლის ყველაზე მასშტაბური დაჯილდოების ცერემონია – "ოსკარი“ გაიმართა. ღონისძიება რიგით 88-ე იყო და ის კრის როკს მიჰყავდა. "წლის ფილმი" "ყურადღების ცენტრში" გახდა, "საუკეთესო მსახიობი მამაკაცი" – ლეონარდო დიკაპრიო ("გადარჩენილი), ხოლო "საუკთესო მსახიობი ქალი" – ბრი ლარსონი ("ოთახი“).

ოსკარის ნომინანტები და 12 ნომინაციაში წარდგენილი “The Revenant”

ოსკარების წლევანდელი, რიგით 88-ე დაჯილდოების ცერემონიალის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია, თუმცა სანამ უშუალოდ ნომინანტებს გაგაცნობდეთ გეტყვით, რომ ცერემონია 28 თებერვალს, ლოს ანჯელესში დოლბის თეატრში გაიმართება, რომელსაც კრის როკი გაუძღვება. მთავარი კინომოვლენა კი "The Revenant" გახლავთ, რომელიც 12 ნომინაციაშია ნომინირებული.

რეკლამა