ორი მეგა პროექტი დაიწყო – “მთავარი არ არის კარგი ცეკვა, მთავარია აჩვენო შოუ”

0
48

ჟურნალისტი და ტელესახე ლიზა ვადაჭკორია ფეისბუქზე “ცეკვავენ ვარსკვლავებისა“ და “X Factor”-ის ახალი სეზონის დაწყებას ეხმაურება და საკუთარ, საკმაოდ კრიტიკულ პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებს…

“ორშაბათს ერთდროულად ორი მეგა პროექტი დაიწყო… “ცეკვავენ ვარსკვლავები“ იმედზე და X Factor რუსთავი 2-ზე…

ორივე არხმა “დაბომბა“ მაყურებელი წინსწრები სიუჟეტებით. საინფორმაციო გამოშვებებში, დილის თუ დღის შოუებში, ორივე პროექტი ისე გაპიარდა, რომ საწყალი მაყურებელი გაორებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელი არხი ჩაერთო ორშაბათს 22 საათზე.

მე “იმედი“ ვარჩიე, რადგან ცეკვა უფრო მიყვარს, ვიდრე სიმღერა. თუმცა გპირდებით, რომ მომავალ ორშბათს X Factor-ს ვუყურებ.

“ცეკვავენ ვარსკვლავები“ ჩემი, მოკრძალებული შეფასებით.

მოცეკვავეები: კარგი ნაკადია, განსხვავებული წყვილები, ახალი სახეები. პროექტის მთავარი ფსონი ორ პოპულარულ უცხოელ მსახიობზე დაიდო და გაამართლა კიდეც. ინდოელმა “ინდური კინო“ გვაჩვენა, სტას ბონდარენკო კი მისთვის ჩვეულ, “მაჩოს“ ამპლუაში წარსდგა.

არც ფინალურმა ინციდენტმა (ტრავმირებული მონაწილე) გამიფუჭა შთაბეჭდილება.

მსგავს პროექტებში მთავარი არ არის კარგი ცეკვა, მთავარია აჩვენო შოუ.

გავიხსენოთ წინა სეზონების სუსტი მოცეკვავეები: გია ჯაჯანიძე, თიკა ჯამბურია, თაკო გაჩეჩილაძე, ანრი ჯოხაძე. ყველა ვარიანტში, ისინი საინტერესოები იყვნენ, მათი ყურება გინდოდა.

გუშინ, ერთადერთი ნომერი, რომლის ყურება ჩემთვის უინტერესო იყო – მსახიობი ქეთი ჩხეიძის ცეკვა. თუმცა, შეიძლება პირველ ჯერზე ღელავდა და მერე უფრო გამოცოცხლდეს.

წამყვანებზე: ნანკა, კახა და მანიკა – მშვენიერი ტრიო. ერთადერთი, ნანკა ცოტა ჩამქრალი მომეჩვენა, თითქოს “ძველი გოგო“ აკადემიურის ჩარჩოში ჩასვეს და თავს კომფორტულად არ გრძნობდა…მე გიჟი ნანკა მირჩევნია

და ბოლოს, ჟიური, ყველაზე სუსტი რგოლი ამ პროექტში, ჩემი აზრით.

ჩერტკოევი თავისი ლურჯი წვერით – სუპერ! მაგრამ მისი ლექსიკონი ზეპირად ვიცით, I mean You know, და ამით ცოტა პროგნოზირებადია.

ნინო სუხიშვილი – ყოველთვის დადებითი და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

მაგრამ მაშინ უნდა იყოს მესამე და მეოთხე, ვინც იქნება კრიტიკული, იუმორისტული, ენაკვიმატი. აი, როგორც თეონა კონტრიძე ან ანრი ჯოხაძე. ასეთი ჟიურის წევრი, სამწუხაროდ პროექტს არ ჰყავს. ანდრის ლიეპა ღვაწლმოსილი ბალეტმაისტერია, მაგრამ როგორც შოუს შემფასებელი… ? თან ამდენი თარგმანიც გამაღიზიანებელია…

მოკლედ, ეს არის ჩემი, რიგითი მაყურებლის შეფასება” – წერს ლიზა ვადაჭკორია სოციალურ ქსელში…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here