„ოქროს ტალღის“ ხუთწლიანი ისტორია 26 ივნისს დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაცოცხლდება

„ოქროს ტალღის“ ხუთწლიანი ისტორია 26 ივნისს დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაცოცხლდება

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უკვე მეხუთე წელია, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას „ოქროს ტალღა“ მართავს. წელს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, პროექტი დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული ღონისძიების სახეს მიიღებს, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ცნობილ მომღერლებთან ერთად, სპეციალური სტუმარი კი იქნება „გრემის“ ორგზის მფლობელი ამერიკელი მომღერალი ლიზა ფიშერი.

ამ თემასთან დაკავშირებით „ფორტუნაში“ 12 ივნისს პრესკონფერენცია გაიმართა, მედიასთან შეხვედრას ესწრებოდნენ მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, მომღერალი და „ოქროს ტალღა 2017“-ის მთავარი პრიზის მფლობელი, სტეფანე მღებრიშვილი, ქალაქ თბილისის მერიის სპორტისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა, სცენარისტი და რეჟისორი თეონა ჯორბენაძე და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თათა სადრაძე.

26 ივნისს, მუსიკალური ღონისძიება, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ 20:00 საათზე გაიხსნება, როდესაც წითელ ხალიჩაზე ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები გაივლიან. თავად კონცერტი და მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია 21:00 საათზეა დაგეგმილი. საღამოს სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლავთ თეონა ჯორბენაძე, რომელმაც პრესკონფერენციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საიუბილეო „ოქროს ტალღა“ განსაკუთრებული იქნება როგორც პროგრამის კუთხით, ასევე ზოგადად, კონცეფციითაც.

პირველად, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე, მაყურებელს შეეძლება მასზე დასწრება. ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-ზე. მელომანებისთვის დაუვიწყარი ღონისძიების გამოტოვება რეკომენდებული არ არის.

თათა სადრაძე:

რადიოჰოლდინგი„ ფორტუნა“ უკვე მეხუთე წელია, მართავს წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას. იმედს ვიტოვებ, რომ 26 ივნისს განსაკუთრებული გამარჯვებულები გვეყოლებიან 15 ნომინაციაში. კვლავინდებურად ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციად რჩება „წლის სიმღერა“, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოვლინდება, სხვა ნომინაციებთან ერთად.

ნიკოლოზ რაჭველი:

„ფორტუნას“ დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გააფორმებს მუსიკალურად, ჩემთვის ოცნების ახდენის საღამოა, ვინაიდან ჩემთვის ძალიან ძვირფასი ქართველი ვარსკვლავები იდგებიან ჩვენთან ერთად, ასევე ღონისძიების მთავარი სტუმარი იქნება მსოფლიოში აღიარებული მომღერალი, ლიზა ფიშერი, რომელთან ერთადაც სხვადასხვა პროექტში მიმიღია მონაწილეობა, დიდი ხანია ვცვლით სურვილებს ურთიერთთანამშრომლობაზე, თუმცა წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა მისი რთული გრაფიკის გამო. მასზე გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა გასულ წელს „ოსკარი“ მიიღო, მას აქვს ორი „გრემი“. ასეთი ვარსკვლავის სტუმრობა აორმაგებს „ოქროს ტალღის“ მნიშვნელობას“ და სძენს მას განსაკუთრებულ ხიბლს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ისეთი რადიოჰოლდინგი, როგორიც არის „ფორტუნა“. მახსოვს, როცა გაცილებით პატარა ვიყავი და ჩვენში არც ისე იოლი იყო ჩანაწერების მოპოვება, „ფორტუნას“ ჰქონდა კლასიკური მუსიკის პერიოდული ჩართვები და ველოდებოდი საათის იმ ნაწილს, როცა კლასიკური მუსიკა გადიოდა. ეს ჩემთვის სადღესასწაულო წუთები იყო. მინდა, მადლობა ვუთხრა ამისთვისაც და ყველა მხარდაჭერისთვის, რომელსაც უწევს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს.

ირაკლი გვილავა:

პროექტი ძალიან მნიშნელოვანია ქალაქისთვის, თბილისის მერია მხარს უჭერს მას. წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ. წარმატებებს ვუსურვებთ „ოქროს ტალღას“ და მის ორგანიზატორებს.

თეონა ჯორბენაძე:

„ოქროს ტალღას“ უკვე აქვს თავისი ისტორია. მე მახსოვს, როგორ იწყებოდა ის ხუთი წლის წინ, რადგან პირველი „ოქროს ტალღა“ ჩვენი პროდიუსინგით გაკეთდა. მაშინვე ვგრძნობდით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი იწყებოდა და ეს პროექტი იქნებოდა სტიმული ქართველი არტისტებისთვის. 20 წელია, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ არსებობს და უამრავი კულტურული პროექტის მხარდამჭერია.

წელს „ოქროს ტალღა“ იქნება ძალიან გამორჩეული, ქართველი ვარსკვლავებს შემოუერთდება ამერიკელი შემსრულებელი, ლიზა ფიშერი. სცენაზე იქნება ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. საღამოზე ჩვენ გავიხსენებთ ღონისძიების ისტორიას. ბევრი ცნობილი ადამიანი, სწორედ რადიო „ფორტუნას“ ხელდასხმით მოღვაწეობს ჟურნალისტიკაში, ისინიც იქნებიან სცენაზე და გაიხსენებენ თავიანთ პირველ სამსახურს, რადიო „ფორტუნას“.

„ოქროს ტალღა“ წელს, კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, 15 ნომინაციაში გამარჯვებულს გამოავლენს, ერთი ნომინაცია იქნება ხალხის რჩეულის, ხმის მიცემა მის გამოსავლენად 24 საათში ერთხელ მხოლოდ ერთი IP-დან არის შესაძლებელი „ოქროს ტალღის“ საიტზე.

ღონისძიების მხარდამჭერი: თბილისის მერია და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

გენერალური სპონსორი: „თეგეტა მოტორსი“

გენერალური პარტნიორი: არტისტ იუნიონ „კონცეპტ არტი“

ინტერნეტსპონსორი: დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“

სპონსორი: ავეჯის ცენტრი „პანორამა და კლასიკა“

ოფიციალური გადამყვანი: „თურქიშ ეარლაინსი“

„ოქროს ტალღის“ ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“

პროექტის მასპინძელი: სასტუმროების ქსელი „ამბასადორი“

პროექტის პარტნიორები არიან: „ომეგა ემბეერი“, „ნატალი ჯგუფი“, „ახალი ნათება“, tkt.ge, ლაუნჯ-რესტორანი “დორსი“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: „რუსთავი 2“, „იბერია“, „პირველი არხი“, „იმედი“, „ტვ1“, „მიუზიკბოქსი„, „პალიტრა ტვ“

 

ფოტო: ანდრო ოსადჩევი

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

June 12, 2018 / 1:42 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Jessy J „ანუკის“ ორეულში (ფოტოები)

პოპულარული ბრიტანელი მომღერალი Jessy J ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის, „ანუკის“ კოლექციიდან ბრჭვიალა ულამაზესი ორეულით გამოჩნდა. ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. ეს არა რის პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი ვარსკვლავები ქართველ დიზაინერებს ირჩევენ, ჯაბა დიასამიძე, გიორგი ქებურია, Mach & Mach, Situationist, თამუნა ინგოროყვა ასევე ხშირად აცვიათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ჯიჯი ჰადიდი, ლედი გაგა, ანჯელინა ჯოლი და სხვები. (ფოტოები)

სკანდალური სპექტაკლის რეჟისორი: „შეურაცხყოფილი იყო უმეტესად უფროსი თაობის მაყურებელი…“

კომედიის ფესტივალი, რომელიც გორში იმართებოდა, 15 ივნისს სკანდალით დასრულდა. სამეფო უბნის თეატრის მიერ მიშა ჩარკვიანის რეჟისურით წარმოდგენილი„ დემონები“ მაყურებლის მცირე ნაწილმა უცენზურო სიტყვებისა და მათი თქმით, შეუსაბამო სცენების გამო ვერ მიიღო და დარბაზი დატოვა, მათ შორის გახლდათ გორის ვიცემერიც, რომელმაც აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ფესტივალის ორგანიზატორებს მათთან შეეთანხმებინათ რეპერტუარი. სპექტაკლის რეჟისორი, მიშა ჩარკვიანი ასეთი სტატუსით […]

შავი ზღვის ჯაზფესტივალის აბონემენტებისა და ბილეთების გაყიდვა დაიწყო!..

შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზფესტივალს  „თიბისი სტატუსი“ და კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“ წარმოგიდგენთ. დღეიდან შავი ზღვის ჯაზფესტივალის აბონიმენტებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების ე.წ. დღიური ბილეთების (Day Tickets) გაყიდვა დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ფესტივალის ორგანიზატორებმა უცხოელი ტურისტებისა და ქართველი მსმენელის თხოვნის გათვალისწინებით მიიღეს. დღიური ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ tkt.ge-ზეა შესაძლებელი. 19-22 ივლისს, შავი ზღვის სანაპირო რიგით მე-12 […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

13 ივნისიდან რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ „ოქროს ტალღაზე“ დასასწრები ბილეთების გათამაშებას იწყებს

26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და სპეციალური სტუმრის – 2 „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მომღერლის, ლიზა ფიშერის მოსმენის საშუალება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გექნებათ. მუსიკალურ კონკურსზე, სადაც 15 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, დასწრების საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს და ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-ზე. რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, 13 ივნისიდან, ოთხი […]

„ოქროს ტალღაზე“ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, სოფო ნიჟარაძე, სტეფანე იმღერებენ!..

26 ივნისს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წარმოგიდგენთ წლის სიმღერის დაჯილდოების, „ოქროს ტალღის“ რიგით მე-5 ცერემონიას. ქვეყნის მთავარი მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში, 17 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება, მათ შორის მთავარი პრიზის, წლის სიმღერის ტიტულის მფლობელი, ასევე ხმის მიცემის საშუალებით დასახელდება ხალხის რჩეულიც. „ოქროს ტალღის“ საიუბილეო, მეხუთე კონცერტი განსაკუთრებული იქნება, საღამოს მუსიკალურად აფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში მონაწილეობენ: […]

თემო საჯაია: „სიმღერა „თოვს“ ზაფხულში ჩავწერეთ…“

ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია სიმღერით „თოვს“ „ოქროს ტალღაზე“ არიან წარდგენილები. სიმღერა, რომელიც თემომ დაწერა, ძალიან მელოდიურია. ვერიკომ კოლეგა და მეგობარი ახალი კომპოზიციის დაწერაზეც შეიპირა, რომელსაც ამჯერად მარტო შეასრულებს. თემო საჯაია: დავწერე სიმღერა და ტექსტი, შემდეგ ვერიკოს შევთავაზე, ხომ არ ჩავწეროთ-მეთქი. მქონდა სურვილი, რომ მასთან ერთად მემღერა და ასე, შარშან ზაფხულში გავაკეთეთ სიმღერა სახელწოდებით „თოვს“ (იცინის). ლევან […]

„ოქროს ტალღა“  ნიკოლოზ რაჭველთან  და „გრემის“ მფლობელ ლიზა ფიშერთან ერთად – გრანდიოზული შოუ ფილარმონიაში!..

„ოქროს ტალღა 2018“ 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოება წელს მეხუთედ იმართება, შესაბამისად, ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. ასევე იუბილარია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ და ამ სფეროში ლიდერობის 20-წლიან იუბილეს ზეიმობს. გამარჯვებულები 17 სხვადასხვა კატეგორიაში დასახელდებიან, მათგან ერთ ნომინაციას, ხალხის რჩეულს ინტერნეტგამოკითხვა გამოავლენს, რომელიც უკვე დაწყებულია საიტზე goldenwave.ge. წლის სიმღერის კატეგორიაში 127 ახლადშექმნილი […]

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოვება – ნიკოლოზ რაჭველი, სიმფონიური ორკესტრი და სპეციალური სტუმარი

„ოქროს ტალღა“ 2018 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოვება წელს მეხუთედ იმართება, შესაბამისად, ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ასევე იუბილარია და ამ სფეროში ლიდერობის 20-წლიან იუბილეს ზეიმობს. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში 17 კატეგორიაში დასახელდებიან, მათგან ერთ ნომინაციას, ხალხის რჩეულს ინტერნეტგამოკითხვა გამოავლენს, რომელიც უკვე დაწყებულია საიტზე goldenwave.ge. წლის სიმღერის კატეგორიაში […]

რეკლამა