„ოქროს ტალღაზე“ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, სოფო ნიჟარაძე, სტეფანე იმღერებენ!..

0
1203

26 ივნისს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წარმოგიდგენთ წლის სიმღერის დაჯილდოების, „ოქროს ტალღის“ რიგით მე-5 ცერემონიას.

ქვეყნის მთავარი მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში, 17 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება, მათ შორის მთავარი პრიზის, წლის სიმღერის ტიტულის მფლობელი, ასევე ხმის მიცემის საშუალებით დასახელდება ხალხის რჩეულიც.

„ოქროს ტალღის“ საიუბილეო, მეხუთე კონცერტი განსაკუთრებული იქნება, საღამოს მუსიკალურად აფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: ნინო ქათამაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ნიჟარაძე, “შვიდკაცა”, სტეფანე მღებრიშვილი, ნინა სუბლატი, გიორგი შამანაური.

შესრულდება ქართული სიმღერების საინტერესო ინტერპრეტაციები, რომლებზეც ნიკოლოზ რაჭველი მუშაობს.

ღონისძიების სპეციალური სტუმარი კი იქნება ლეგენდარული მუსიკოსი, „გრემის“ ორგზის გამარჯვებული და უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, ამერიკელი ვოკალისტი, ლიზა ფიშერი.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. მათი შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge-ზე.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here