ნუკი კოშკელიშვილი: „უცნაური ვირუსია, უცნაურად ცუდად ვგრძნობ თავს და ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა…“

0
421

ნუკი კოშკელიშვილი მეუღლესა და შვილთან ერთად აშშ-შია. ტელესახის ოჯახის წევრებსა და თავადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ის ერთ-ერთ ვიდეოში აღნიშნავს, კორონავირუსი მარტივად არ გადააქვს.

ნუკი კოშკელიშვილი:

„ლეგენდა, რომ შეიძლება, კორონავირუსი შენ არ დაგემართოს, როცა ოჯახის წევრებს სჭირთ, ლეგენდა აღმოჩნდა. როგორც ვხვდები, სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტი აჩვენებს დადებითს, მანამდე არა. დღეს დილას ძალიან ცუდად ვიყავი და ერთ რაღაცას გეტყვით: ძალიან გაუფრთხილდით ერთმანეთს, უცნაური ვირუსია, უცნაურად ცუდად ვგრძნობ თავს და ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა.

ერთი დღე ჰქონდა მაღალი სიცხე და დღეს აღარ ჰქონია. მე და ბენი რიგრიგობით ვართ ცუდად, იმას სძინავს და მე ოვისთან ვარ. მანამდე ჩემი ჯერი იყო, მე მეძინა, ის იყო ბავშვთან და ასე ვენაცვლებით ერთმანეთს.

აქ როცა კოვიდი დაგიდასტურდება, 14 დღის განმავლობაში არ გაქვს გარეთ გასვლის უფლება და თუ არ გავგიჟდები, არ ვიცი”, – ამბობს ნუკი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here