ნუკი კოშკელიშვილი: „არც კი ვგეგმავ არავისთან დაშორებას“

0
2741

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი წელიწადნახევრის წინ ამერიკაში გათხოვდა და ახლა იქ ცხოვრობს. მართალია, აქტიურ საქმიანობას ჩამოშორდა, მაგრამ საქართველოში პოპულარობას მაინც არ კარგავს. ნუკი რამდენიმე დღის წინ, თბილისში დაბრუნდა და „ფორტუნას“ მკითხველს მისი ამერიკული ცხოვრების შესახებ ესაუბრა.

– რთულია, მარტივად წახვიდე შენი ქვეყნიდან და აღარ გაგახსენდეს შენი სამშობლო. წელიწადნახევრის წინ გავთხოვდი ამერიკაში, თბილისში მყავს ოჯახი და უახლოესი მეგობრები, საქართველო სულ მენატრება, ამიტომ ვგეგმავ, წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვიდე საქართველოში. არასდროს მეგონა, დასასვენებლად საქართველოში თუ წავიდოდი, მაგრამ რაც ამერიკაში გავთხოვდი, მას შემდეგ საქართველოში ვისვენებ.

– როგორია ნუკი კოშკელიშვილის ერთი დღე ამერიკაში?

– მაინცდამაინც საინტერესო არ არის, უფრო ვდიასახლისობ. დილით ვიღვიძებ, ყავას და საჭმელს ვიმზადებ, მივირთმევ, ვწესრიგდები და შემდეგ უკვე სასეირნოდ გავდივარ ნიუ იორკში. ხშირად დავდივარ გამოფენებზე და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე, მაგრამ ჩემი ყოველდღიურობა საინტერესო მაინც არ არის. იმდენს ვსეირნობ ნიუ იორკში, ადგილობრივებზე კარგად ვიცნობ ქალაქს, მაგრამ ჯერ მაინც ტურისტად მიმაჩნია თავი. ვრცლად (ფოტო/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here