ნოდიკო ტატიშვილმა „პრაიმშოუში“ „ოქროს ტალღის“ ნომინანტი სიმღერა შეასრულა

0
1705

კოლეგების შოუში „იმედზე“ ნოდიკო ტატიშვილმა თავისი ერთ-ერთი სიმღერა „ფერადი დღე“ შეასრულა. სიმღერის რადიოპრემიერა „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა. როგორც 2016 წლის 6 დეკემბერს რადიოს ეთერით პრემიერისას ნოდიკომ აღნიშნა:

„ძალიან დიდხანს ვიფიქრეთ, რა უნდა დაგვერქმია სიმღერისთვის. მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის მელოდია, ლექსის ავტორია მანანა გურგენიძე, მუსიკალური პროდიუსინგი ბორიკო შხიანის გახლავთ, ჩავწერეთ „ბრავო რეკორდსში”. გამოვიდა ისეთი, როგორიც გვინდოდა გამოსულიყო. მაიკომ თავისი ულამაზესი ხმით ბექვოკალებიც ჩაწერა. დიდი ენერგეტიკით დატვირთული სიმღერაა და მგონია, რომ „არ დაიდარდოს” მსმენელს მოეწონება. სიმღერის სახელწოდებაა „ფერადი დღე”.

აღსანიშნავია, რომ „არ დაიდარდოს“ ეთერში მისი მოხვედრა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან სწორედ ეს კომპოზიცია ნოდიკოს რეპერტუარიდან „წლის სიმღერის“ ტიტულისთვის იბრძოლებს „ოქროს ტალღაზე“. დაჯილდოვების ცერემონია ამა წლის ივნისის ბოლოს გაიმართება. 2016 წლის საუკეთესო ქართული სიმღერის გარდა გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში. „ოქროს ტალღა“ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ არის დაფუძნებული და 2013 წლიდან იმართება. ეს ღონისძიება ქართულ შოუბიზნესში ყველაზე მასშტაბური გახლავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here