ნოდიკო ტატიშვილის ახალი პარიზული კლიპი (ფოტოები)

ნოდიკო ტატიშვილის ახალი პარიზული კლიპი (ფოტოები)

7-11 თებერვალს, ნოდიკო ტატიშვილი გადამღებ ჯგუფთან ერთად, იმყოფებოდა პარიზში, სადაც მიმდინარეობდა მომღერლის ახალი კლიპის გადაღებები.

სიმღერა, რომლის ავტორებიც არიან რუსა მორჩილაძე და ირინა სანიკიძე, კიდევ ერთი ახალი კომპოზიციაა მომღერლის რიგით მეორე ალბომში, რომელიც მარტის თვეში ახალ კლიპთან ერთად გამოვა.

მუსიკალური პროდიუსინგი ბორიკო შხიანს ეკუთვნის, სიმღერა კი ჩაიწერა ხმის ჩამწერ სტუდია  „ბრავო რეკორდსში“, მიქსინგი და მასტერინგი – ალეკო ბერძენიშვილი, ბორიკო შხიანი.

ახალი კლიპი ნოდიკო ტატიშვილის კიდევ ერთი  პროექტია, რომელიც მომღერალმა „კაპიტან +“-თან ერთად განახორციელა. კლიპის რეჟისორია ნესტან სინჯიკაშვილი, დამდგმელი ოპერატორი – ლევან ლეკიაშვილი, ხოლო პროდუსერი – თაკო დოლაბერიძე.

როგორც შევიტყვეთ, კლიპის შინაარსი სიყვარულის ძალიან ლამაზსა და არაბანალურ ისტორიაზე მოგვითხრობს, მოქმედებები ვითარდება შუაგულ ზამთრის პარიზში, სიუჟეტის მიხედვით, მომღერლის პერსონაჟი  ბრუნდება ქალაქში, სადაც ორი წლის წინ გაიცნო და შეუყვარდა გოგონა.

შემოქმედებითი ჯგუფი იმედოვნებს, რომ კლიპი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ნოდიკოს დუეტი სალომე ბაკურაძესთან – შეგახსენებთ, რომ „იუთუბზე“ მათ ვიდეოს მოკლე ხანში ორ მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა და ტრენდინგში გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირველ ადგილზეც იყო.

ნოდიკო ტატიშვილი მალე ვენაში კონცერტისთვისაც ემზადება, რომელიც 3 მარტს, ვენის კულტურის ცენტრში -„სარგფაბრიკი“ გაიმართება. კონცერტზე შესრულდება მისი რეპერტუარიდან ცნობილი ჰიტები, ასევე ცნობილი ქართული სიმღერებიც. კონცერტის ორგანიზატორია ქართველი ემიგრანტი, ია ხუროშვილი.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

February 26, 2018 / 1:06 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სელინ დიონი დემნა გვასალიას მაღაზიაში შოპინგობს (ფოტოები)

მსოფლიო ვარსკვლავი სელინ დიონი ბოლო დროს თავისი ჩაცმულობით მედიასა და თაყვანისმცემლებს აკვირვებს. ის დროდადრო ამა თუ იმ საინტერესო და უცნაური იმიჯით ჩნდება ხოლმე საზოგადოების წინაშე. ბოლო დროს ჩაცმულობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ბევრჯერ ახალგაზრდულად შემოსილიც გამოჩენილა სხვადასხვა ადგილას. ამჯერად ის „ბალენსიაგას“ მაღაზიაში დააფიქსირეს. ბრენდის კრეატიული დირექტორი და იმ ნამუშევრების ავტორი, რომლითაც მთელი მსოფლიო დადის, ქართველი […]

სალომე გოგიაშვილი: „არც მკერდის ოპერაცია დამიმალავს და არც ცხვირის“

სალომე გოგიაშვილმა ახლახან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ძალიან კმაყოფილი დარჩა შედეგით. როგორც ამბობს, მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მეუღლესა და შვილებს არ უნდოდათ, მაგრამ თავად რამდენიმე წელი ფიქრობდა დაცემისას გამრუდებული ცხვირის ფორმის შეცვლაზე და როგორც იქნა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა… როგორც „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, მას არც ცხვირის ოპერაციის ამბავი დაუმალავს, რადგან სურდა, ვისაც ასეთი განზრახვა […]

Tbilisi Open Air 2019-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand იქნება

Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი. Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს. ფესტივალის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნოდიკო ტატიშვილი და The Five Band გაზაფხულის პირველ დღეს „ოტიუმში“ გიმასპინძლებენ

ნოდიკო ტატიშვილმა ბენდი შეკრიბა და 1-ელ მარტ ს „ოტიუმში“ სოლოკონცერტს მართავს. შესრულდება როგორც ჰიტები მისი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტები. ნოდიკოს ბევრჯერ უმუშავია ბენდთან ერთად და ფიქრობს, რომ ცოცხალი მუსიკის ტენდენციის წამოსვლის კვალდაკვალ, ამ მხრივ საკუთარ მსმენელს გაანებივრებს. ნოდიკო: 1-ელ მარტს „ოტიუმში“ ვმართავ ძალიან ხალისიან და ბედნიერ კონცერტს. გაზაფხულის პირველ დღეს ერთად გავატარებთ (იღიმის). ეს იქნება […]

„ვალენტინობაზე“ რესტორან „მარანში“ ნოდიკო ტატიშვილი და დათუნა მგელაძე იმღერებენ

რესტორანი „მარანი“ 14 თებერვალს, შეყვარებულების დღეს, ნოდიკო ტატიშვილისა და დათუნა მგელაძის ერთობლივ კონცერტს შემოგთავაზებთ. მომღერლები საკუთარ ტრადიციულ რეპერტუარს წარმოადგენენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობს The band 7. გარდა ამისა, ნოდიკოსა და დათუნას მონაწილეობით მუსიკალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საღამოს დიჯეი Zukay გააგრძელებს. საღამო 20:00 საათზე დაიწყება.

ნოდიკო ტატიშვილმა ახალი საახალწლო კლიპისთვის წვერი ვერცხლისფრად შეიღება

ნოდიკო ტატიშვილმა, თავისი სტუდიის ბავშვებთან ერთად, საახალწლო სიმღერასა და კლიპზე მუშაობა დაასრულა. მომღერალმა გადაწყვიტა, წინასაახალწლოდ პატარებს საუკეთესო განწყობა შეუქმნას. ვიდეორგოლის რეჟისორი ისევ ნესტან სინჯიკაშვილია, რომელმაც მომღერალთან, ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკვე რიგით მეოთხე კლიპზე იმუშავა. ვიდეორგოლის დამდგმელი ოპერატორი კახა ბუხრაშვილია. ნოდიკომ გადაღებიდან ფოტოც გაგვიზიარა სოციალურ ქსელში. სიმღერა ქეთი გაბისიანს ეკუთვნის, ლექსი: ლელა ცუცქირიძეს, მუსიკალური პროდიუსინგი – […]

ნოდიკო ტატიშვილის ახალი სიმღერის პრემიერა „ფორტუნას“ ოთხივე რადიოს ეთერში გაიმართა

გადაცემის ლაივი LIVE რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, „ფორტუნას პლუსის“, „არ დაიდარდოს“ და „ავტორადიოს“ ეთერში ერთდროულად გაიმართა ნოდიკო ტატიშვილის ახალი ჰიტი „მე ვოცნებობდი“ პრემიერა. კლიპის ნახვას შემდეგ კვირას, „პროფილის“ ეთერში შეძლებთ, მანამდე კი ექსკლუზიურად ახალი კომპოზიციის მოსმენა მხოლოდ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რადიოების საშუალებით შეგიძლიათ. ნოდიკო ტატიშვილმა Davi MC-ს წლების წინ დაწერილ სიმღერას ახალი სიცოცხლე შთაბერა, კლიპის პრემიერა კი, რომელიც […]

ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპი – „ეს სიმღერა „ოქროს ტალღაზე“ ერთ-ერთი კონკურენტული ჰიტი იქნება!..“

„მე ვოცნებობდი“ – Davi MC -ის ძველ სიმღერას ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სული შთაბერა. „რესპუბლიკაში“, საკონცერტო სივრცეში, მომღერალმა კლიპის პრეზენტაცია მოაწყო და კოლეგები და ჟურნალისტები მიიწვია. სანამ სიმღერას მოვისმენდით და კლიპს ვნახავდით , რომელიც ნოდიკოს დიდი ხნის მეგობარმა, რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა ჩვეული ოსტატობით გადაიღო, მანამდე სტუმართა შემადგენლობა გადავათვალიერეთ, მათ შორის იყვნენ ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი, […]

რეკლამა