ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპი – „ეს სიმღერა „ოქროს ტალღაზე“ ერთ-ერთი კონკურენტული ჰიტი იქნება!..“

ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპი – „ეს სიმღერა „ოქროს ტალღაზე“ ერთ-ერთი კონკურენტული ჰიტი იქნება!..“

„მე ვოცნებობდი“ – Davi MC -ის ძველ სიმღერას ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სული შთაბერა. „რესპუბლიკაში“, საკონცერტო სივრცეში, მომღერალმა კლიპის პრეზენტაცია მოაწყო და კოლეგები და ჟურნალისტები მიიწვია. სანამ სიმღერას მოვისმენდით და კლიპს ვნახავდით , რომელიც ნოდიკოს დიდი ხნის მეგობარმა, რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა ჩვეული ოსტატობით გადაიღო, მანამდე სტუმართა შემადგენლობა გადავათვალიერეთ, მათ შორის იყვნენ ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი, შორენა ბეგაშვილი შვილთან ერთად, ანრი ჯოხაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე, ნინი ბადურაშვილი, სალომე ბაკურაძე მეუღლესთან, ლაშა ბასლანძესთან ერთად, ვერიკო ტურაშვილი, სოფო გელოვანი და სხვები. აქვე ნახავდით „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებსაც, სალომე შარვაძეს, მარიშკა ჯავახაძეს  და თაკო კორინთელს, ნანუკა გულუასთან ერთად, რომელიც კლიპის მთავარი გმირი გახლავთ. როგორც ნანუკამ გვითხრა, ძალიან ნერვიულობდა, როცა ამ როლს ირგებდა, მაგრამ ვიდეოს ბოლოს მაინც შეძლო ჩვენი გამხიარულება, ხოლო ნოდიკომ ამღერა იმის დასადასტურებლად, რომ მას სმენა აქვს, უბრალოდ, კლიპის ბოლოს ისე დასჭირდა სიმღერა, როგორც ეს ვიდეორგოლში ვიხილეთ…

კლიპი სამჯერ ვნახეთ, ხოლო სიმღერა პირველივე მოსმენაზე აგვეკვიატა. ყველა იმას აღნიშნავდა, რომ ეს ძალიან ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერაა, შესანიშნავი მუსიკოსების წყალობით, ვინც მის არანჟირებაზე იმუშავა, სევდიანი ტექსტის მიუხედავად, აუცილებლად მოგინდებათ მასზე აცეკვება. თუ თქვენ არ იცეკვებთ, მაშინ ამას თქვენ მაგივრად კლიპში დაკავებული პროფესიონალები გააკეთებენ, ვიდეოს ქორეოგრაფია ირაკლი ფიფიას ეკუთვნის.

როგორც „ფორტუნას“ მუსიკალურმა წამყვანმა, ნიკა კაციამ, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ სიმღერას აქვს დიდი შანსი, „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამორჩეული იყოს…

ნიკა კაცია:

კლიპი მომეწონა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ემოცია წამოიღო და მგონია, ეს იქნება ერთ-ერთი კონკურენტული ჰიტი „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებაზე. ძალიან ბევრი ფიქრი მოუწევთ ნოდიკოს კოლეგებს, რომ რაღაცით დაეწიონ და გაუსწრონ. ზუსტად ისეთი მასშტაბის ჰიტი ჩაწერა, როგორი მოთხოვნაც არის დღეს!..

ნოდიკოს ახალი ნამუშევრის შეფასება ვთხოვეთ მის კოლეგებს.

გიორგი სუხიტაშვილი:   

რაც შეეხება კლიპს, არის სადა, უხდება კომპოზიციას, რომელიც, თავის მხრივ, ადვილად დასამახსოვრებელია, განსაკუთრებით, მისამღერი და გათვლილი იმ ადამიანებზე, ვისაც ცეკვა უყვარს. ხშირად მელოდიის და კადრის დინამიკა არის აცდენილი, ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერი ერთმანეთს უხდება. ვულოცავ ნოდიკოს და ვუსურვებ, ბევრი კარგი ვიდეო გადაეღოს და ბევრი კარგი სიმღერა ჩაეწეროს, სხვა მომღერლებს კი ვუსურვებ, რომ ნოდიკოსნაირი შრომისმოყვარეები იყვნენ.

სალომე ბაკურაძე:

სულ რომ ერთი თეთრი წერტილი ყოფილიყო ეკრანზე, მაინც გაგიჟებული ვიქნებოდი, რადგან იცით ჩემი დამოკიდებულება ნოდიკოს მიმართ. მით უმეტეს, როდესაც ეს არის არაჩვეულებრივი, ჰიტად დაბადებულ სიმღერაზე შექმნილი ასეთი მაგარი ვიდეო რომ ვნახე, შესანიშნავი მსახიობებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით. როცა ადამიანი არის ასეთი დადებითი, კეთილი, კარგი, მას არ შეიძლება, ცხოვრებაში რაიმე ცუდად ჰქონდეს. ნოდიკოს წარმატებაში ეჭვი არასდროს მეპარება, რადგან რასაც ხელს ჰკიდებს, ბოლომდე მიჰყავს. ნიჭიერი ადამიანია და ამ საქმისთვისაა დაბადებული. ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია და მას ისეთივე გულით ვუსურვებ წარმატებას, როგორც საკუთარ თავს.

ანრი ჯოხაძე:

ძალიან კარგია, კარგი საყურებელია!.. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დავის სიმღერამ, რომელიც გამახსენდა ჩემი ყმაწვილობის პერიოდიდან. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რომ ნოდიკოს გაახსენდა და განაახლა ეს სიმღერა. ისეთი მელოდიაა, რომელიც გრჩება გონებაში და ძალიან ტენდენციური, კარგი არანჟირებაა. მოვისმინე და ძალიან ვისიამოვნე, ავყევი!..

კლიპში ნანუკას ბოლო სიგიჟემ ისე მომხიბლა, პირველმა დავიყვირე ბრავო. ამან სევდასთან ერთად, ისეთი რეალური პოზიტივი შემოიტანა, რასაც ყოველდღე შეიძლება ვნახულობდეთ. ქალი, რომელიც გადაკრავს ორ ჭიქას და ბედნიერდება „ტუსოვკაში“.

ბოლოს შევძელით კლიპის გმირებთან გასაუბრებაც. ნანუკა გულუამ აღნიშნა, რომ ვიდეორგოლში მონაწილეობა ნერვიულობას უკავშირდებოდა…

ნანუკა გულუა:

ძალიან ველოდებოდი კლიპს, არ ვარ თავდაჯერებული და არ ვარ მსახიობი. ეს ჩემთვის განსხვავებული ამპლუა იყო დოჩისგან, რომელსაც შევეჩვიე… ბედნიერი და კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ ყველას ასე ძალიან მოეწონა. კარგია, რომ დამრჩება საოცნებო კლიპი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე.

საღამოს გმირი, ნოდიკო ტატიშვილი, დღის ბოლოს ძალიან კმაყოფილი ჩანდა. მან ყველა ის ემოცია მიიღო, რომელიც მომღერლისთვის და ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი პროფესია ძალიან უყვარს, ყველაზე ძვირფასია.

ნოდიკო ტატიშვილი:

ძალიან გახარებული ვარ, ხომ იცი, მომღერალს რა უხარია ყველაზე მეტად? როცა ესმის აპლოდისმენტების ხმა. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა ადამიანები შენს სიმღერას მღერიან. ამისი გამოცდილება მაქვს, როცა კონცერტზე ჩემს სიმღერას ვმღერი და ხალხი მყვება, ამ დროს ასტრალში გავდივარ და ყველაზე ბედნიერი ვხდები. ძალიან ნიჭიერი ბიჭია დავი, ვინც ეს სიმღერა დაწერა. დიდი მადლობა, რომ მაჩუქა ეს სიმღერა. ჩემი რეპერტუარის განუყრელი ნაწილი იქნება. ნესტან სინჯიკაშვილს მადლობა, რომ ასეთი კლიპი გამოვიდა. ის ხაზი, რასაც ნანუკა გულუა ავითარებს, სჭირდებოდა ამ კლიპს. სევდიანი ტექსტი აქვს, მაგრამ ისეთი არანჟირება აქვს, გინდა, იმოძრაო. ახლაც რომ ვუყურებდი ხალხს, ბევრი ცეკვავდა.

რადიო „ფორტუნას“ მუსიკალურმა წამყვანმა, ნიკა კაციამ, გამოთქვა მოსაზრება, რომ „ოქროს ტალღაზე“ ეს სიმღერა ძალიან კონკურენტული იქნება…

(იღიმის)  მეც ასე მგონია, პოტენციური ჰიტია, კოჭებში რომ ეტყობა… რატომაც არა, თუ ასე მოხდება და ხალხის საყვარელი სიმღერა გახდება, ორი პრემია ხუთ წელიწადში უკვე მაქვს და მესამედ თუ ავიღებ „ოქროს ტალღაზე“ პრიზს… მგონია, ეს სიმღერა თავის სათქმელს იტყვის.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

(ფოტოები)

სიახლეები/

|

November 20, 2018 / 4:18 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ია ფარულავა ძველ სლოგანს იხსენებს: „ვისაც რისი *რაკი გვაქვს ის გვაცვია“

მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]

ოთო ნემსაძე „დორსში“ 21 ტებერვალს კონცერტს გამართავს

ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი. კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე. ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს. შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური […]

სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობა ფრანგული ელფერით და საყვარელი წითელი ფერი (ფოტოები)

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ჯერ საფრანგეთის პირველ ლედის შეხვდა, დღეს კი ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება. მან ბრიჯიტ მაკრონთან შესახვედრად თეთრი პიჯაკი შეარჩია, ხოლო ემანულ მაკრონს წითელ პიჯაკსა და ქვედაბოლოში გამოწყობილი ეწვია. უცნობია, რომელ დიზაინერზე შეარჩია ამჯერად არჩევანი, თუმცა ის აქტიურად თანამშრომლობს ასევე საფრანგეთში მოღვაწე ქართველ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნოდიკო ტატიშვილი და The Five Band გაზაფხულის პირველ დღეს „ოტიუმში“ გიმასპინძლებენ

ნოდიკო ტატიშვილმა ბენდი შეკრიბა და 1-ელ მარტ ს „ოტიუმში“ სოლოკონცერტს მართავს. შესრულდება როგორც ჰიტები მისი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტები. ნოდიკოს ბევრჯერ უმუშავია ბენდთან ერთად და ფიქრობს, რომ ცოცხალი მუსიკის ტენდენციის წამოსვლის კვალდაკვალ, ამ მხრივ საკუთარ მსმენელს გაანებივრებს. ნოდიკო: 1-ელ მარტს „ოტიუმში“ ვმართავ ძალიან ხალისიან და ბედნიერ კონცერტს. გაზაფხულის პირველ დღეს ერთად გავატარებთ (იღიმის). ეს იქნება […]

„ვალენტინობაზე“ რესტორან „მარანში“ ნოდიკო ტატიშვილი და დათუნა მგელაძე იმღერებენ

რესტორანი „მარანი“ 14 თებერვალს, შეყვარებულების დღეს, ნოდიკო ტატიშვილისა და დათუნა მგელაძის ერთობლივ კონცერტს შემოგთავაზებთ. მომღერლები საკუთარ ტრადიციულ რეპერტუარს წარმოადგენენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობს The band 7. გარდა ამისა, ნოდიკოსა და დათუნას მონაწილეობით მუსიკალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საღამოს დიჯეი Zukay გააგრძელებს. საღამო 20:00 საათზე დაიწყება.

ნოდიკო ტატიშვილმა ახალი საახალწლო კლიპისთვის წვერი ვერცხლისფრად შეიღება

ნოდიკო ტატიშვილმა, თავისი სტუდიის ბავშვებთან ერთად, საახალწლო სიმღერასა და კლიპზე მუშაობა დაასრულა. მომღერალმა გადაწყვიტა, წინასაახალწლოდ პატარებს საუკეთესო განწყობა შეუქმნას. ვიდეორგოლის რეჟისორი ისევ ნესტან სინჯიკაშვილია, რომელმაც მომღერალთან, ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკვე რიგით მეოთხე კლიპზე იმუშავა. ვიდეორგოლის დამდგმელი ოპერატორი კახა ბუხრაშვილია. ნოდიკომ გადაღებიდან ფოტოც გაგვიზიარა სოციალურ ქსელში. სიმღერა ქეთი გაბისიანს ეკუთვნის, ლექსი: ლელა ცუცქირიძეს, მუსიკალური პროდიუსინგი – […]

ნოდიკო ტატიშვილის ახალი სიმღერის პრემიერა „ფორტუნას“ ოთხივე რადიოს ეთერში გაიმართა

გადაცემის ლაივი LIVE რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, „ფორტუნას პლუსის“, „არ დაიდარდოს“ და „ავტორადიოს“ ეთერში ერთდროულად გაიმართა ნოდიკო ტატიშვილის ახალი ჰიტი „მე ვოცნებობდი“ პრემიერა. კლიპის ნახვას შემდეგ კვირას, „პროფილის“ ეთერში შეძლებთ, მანამდე კი ექსკლუზიურად ახალი კომპოზიციის მოსმენა მხოლოდ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რადიოების საშუალებით შეგიძლიათ. ნოდიკო ტატიშვილმა Davi MC-ს წლების წინ დაწერილ სიმღერას ახალი სიცოცხლე შთაბერა, კლიპის პრემიერა კი, რომელიც […]

ნოდიკო ტატიშვილი ახალ კლიპს იღებს- „ეს სიმღერა ჰიტი იქნება“

ნოდიკო ტატიშვილის კლიპის გადაღებები გუშინ მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა „ანდროპოვის ყურების“ რესტორნის ვერანდაზე. სიმღერა, რომელიც დავით მჭედლიშვილს, ანუ Davi Mc-ს ეკუთვნის, მომღერალმა 2 კვირის წინ, BRAVO RECORD STUDIO-ში ჩაწერა, მუსიკალური პროდიუსინგი კი ალეკო ბერძენიშვილის გახლავთ. კლიპის რეჟისორი გახლავთ ნესტან სინჯიკაშვილი. ნოდიკო ტატიშვილი: დავით მჭედლიშვილი აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ეს მისი ძველი სიმღერაა, რომელიც […]

რეკლამა