„ნიუტონის“ კლიპი ვირტუალ სამყაროში მოგზაურობაზე (ფოტოები)

0
1825

პოპულარული ჯგუფი „ნიუტონი“ თებერვლის ბოლოს ახალ კლიპს შემოგვთავაზებს. სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო, თავად ჯგუფის წევრებს ეკუთვნით, ტექსტი კი მათმა პროდიუსერმა, ტატა ავალიშვილმა დაწერა. კლიპის ოპერატორია ბუდა.

გადაღებები მოძრაობის თეატრში მიმდინარეობდა. ვიდეორგოლში მონაწილეობს ამავე თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი და მოცეკვავე, ეკატერინე გაბაშვილი. კლიპი ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობის შესახებაა.

„ნიუტონი“ ერთ-ერთი პოპულარული ქართული ჯგუფია. ის ამჟამად სამი წევრისგან შედგება. ჯგუფს თითქმის ყოველდღიური გამოსვლები აქვს სხვადასხვა ქართულ კლუბსა თუ საკონცერტო სივრცეში და ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ჯგუფად მიიჩნევა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here