„ნიუტონის“ ახალი კლიპი ძველით ახალ წლამდე გამოვა

0
1226

„ნიუტონი“, რომელიც სხვადასხვა საკლუბო თუ საკონცერტო სივრცეში, ყველაზე მოთხოვნადი და რეიტინგული ჯგუფია, ახალ კლიპს საზოგადოებას ძველით ახალ წლამდე წარუდგენს. ვიდეორგოლი უკვე გადაღებულია, ამჟამად კი მონტაჟი მიმდინარეობს. ბოლო პერიოდია, ჯგუფი მცირე შემადგენლობით გამოდის, კლავიში და ვოკალი – თამარ (ბაბი) ბაბილუა,  დრამი და ვოკალი – ლევან აბშილავა, ბასგიტარა: შაკო ღელეყვა. როგორც შევიტყვეთ, „ნიუტონის“ ახლანდელი შემადგენლობა და საბოლოო სწორედ ასეთია. ჯგუფი ამჟამად სწორედ სამი მუსიკოსისგან შედგება.

ამ შემადგენლობით მათ პირველი კლიპი გადაიღეს. სიმღერა „მანქანა“ ეკუთვნის „ნიუტონს“, ტექსტი: ტატა ავალიშვილს. არანჟირება გაკეთდა და სიმღერა ჩაიწერადავით უგრეხელიძის სტუდიაში.

რაც შეეხება კლიპს, რეჟისორები არიან ტატა და სალომე ავალიშვილები, ოპერატორი: გიორგი ბეგიაშვილი, მონტაჟი ეკუთვნის სალომე ავალიშვილს.

ვიდეორგოლის გადაღებები მიმდინარეობდა ცხვარიჭამიაში, ლისის ტბაზე.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here