„ნიუ იორკ ტაიმსი“ ანიტა რაჭველიშვილს ხოტბას ასხამს – „მაყურებელს სისხლი გაუყინა…“

„ნიუ იორკ ტაიმსი“ ანიტა რაჭველიშვილს ხოტბას ასხამს – „მაყურებელს სისხლი გაუყინა…“

„ნიუ იორკ ტაიმსი“ ქართველი მეცოსოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც წერილშია აღნიშნული, „მეტროპოლიტენ ოპერის“ სცენაზე „ტრუბადურში“ აზუჩენას როლის შესრულებისას, ქართველმა საოპერო მომღერალმა მაყურებელს სისხლი გაუყინა. გთავაზობთ ამონარიდს ცნობილი ამერიკული გამოცემიდან.

„ქართველმა ვარსკვლავმა ვერდის „ტრუბადური“ აქამდე არნახული გრძნობებით გააცოცხლა. ყველაზე ეპიკური და მშფოთვარე პიესა, რომელმაც ესპანელ დრამატურგს ანტონიო გარსია გუტიერესს ნამდვილი დიდება მოუტანა, ოპერის სცენაზე არაერთხელ შესრულებულა. თუმცა, ქართველმა მეცოსოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა მაყურებლის გაოცება მაინც შეძლო. როგორც კრიტიკოსები აფასებენ, ანიტას მიერ განსახიერებული როლი – ბოშა ქალი აზუჩენა, იმდენად ორგანული და მგრძნობიარე იყო, რომ მაყურებელს სისხლი გაუყინა.

„ტრუბადურის“ პრემიერა მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში რამდენიმე დღის წინ შედგა და მაყურებელს მისი ნახვის საშუალება 15 თებერვლამდე ექნება.

რაც შეეხება ანიტას, მის მიერ შესრულებული ყველა როლი დასამახსოვრებელია, ის იყო არაჩვეულებრივი კარმენი თუ კონჩაკოვნა, თუმცა როგორც ხელოვნებათმცოდნეები აფასებენ, აზუჩენა მისი ხელმეორედ დაბადება იყო. რაჭველიშვილმა როლს ფერების გამა და ემოციური გრადაცია დაუბრუნა. მის მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვა განსაკუთრებული რიტმით გამოირჩევა და გუტიერესის ბოშა ქალს ენით აღუწერელ, სასოწარკვეთილ ელეგანტურობას სძენს“.

სიახლეები/

|

January 24, 2018 / 4:19 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

დიზაინერი მეგი გაბუნია მილანში “White show”-ზე იმყოფება

“White show” მილანში მნიშვნელოვანი გამოფენაა მოდის ინდუსტრიაში, სადაც ჩამოდიან მსოფლიოდან ცნობილი ბაიერები. გამოფენაზე იმყოფება დიზაინერი მეგი გაბუნია, კოლექციით „უნისექსი“. მეგი გაბუნიას ექსკლუზიური კომენტარი : „მილანში ერთ-ერთმა ცნობილმა ბაიერმა ნახა ჩემი სამოსი, რის შემდეგაც მიმიწვიეს “WHITE SHOW”-ში,  ყველა დიზაინერის ოცნებაა ამ შოურუმში მოხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც ბაიერები ინტერესდებიან კოლექციით და ასევე ჩემი წარმომავლობით, ჩემთვის საამაყოა […]

„ჩცდ“-ს მე-12 სეზონი სრულდება – როდის განახლდება სერიალის ჩვენება

„ჩემი ცოლის დაქალების“ მეთორმეტე სეზონის ბოლო სამი სერია ეთერში ამ პარასკევს, კვირას და ორშაბათს გავა. 26 თებერვალს ეს სეზონი დასრულებულად გამოცხადდება. შემდეგ სერიალი ერთი თვის განმავლობაში ტაიმ-აუტს გამოაცხადებს. როდის დაბრუნდება ეთერში, ამის შესახებ ინფორმაცია სერიალის პროდიუსერისგან, ირაკლი საღინაძისგან მივიღეთ. როგორც მან გვითხრა, მეცამეტე სეზონი ეთერში აპრილის დასაწყისში იქნება. მანამდე კი მის თაყვანისმცემლებს მცირე ლოდინი მოგიწევთ. […]

„TV პირველის“ ულამაზესი წამყვანი: „ვოცნებობ კარგ მეუღლესა და ბევრ შვილზე…“

ეთუნა ინწკირველი „ტევე პირველის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ამჟამად მისი მთელი დრო ტელევიზიას უკავშირდება, რამაც მისი მთელი თავისუფალი დრო და პირადი ცხოვრებაც შეიწირა. ცხოვრებაში ორჯერ ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა… ეთუნა გულწრფელად აღნიშნავს, რომ უკვე ფიქრობს ოჯახის შექმნაზე და გვიმხელს, რომ ბევრი შვილის ყოლა სურს. ეთუნა ინწკირველი: ტელევიზიამდე დიდი გზა გავიარე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ვოგი“ ანიტა რაჭველიშვილის შესახებ: „ის სამუდამოდ იბეჭდება მეხსიერებაში!..“

„ნიუ იორკ ტაიმსის“ შემდეგ „მეტროპოლიტენ ოპერაში“ „ტრუბადურის“ წარმოდგენას „ვოგი“ ეხმიანება. ვრცელ მიმოხილვაში, ისევე, როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“, კიდევ ერთი პოპულარული გამოცემაც განსაკუთრებულ ქებას უძღვნის აზუჩენას როლის შემსრულებელ ქართველ მეცოსოპრანოს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, სადაც მისი ავტორი ანიტა რაჭველიშვილის ბრწყინვალე გამოსვლაზე აკეთებს აქცენტს. „ვოგი“ წერს: „რთულია, წარმატებით შეასრულო მანიპულატორი აზუჩენას როლი, მაგრამ მაკვიკარის დადგმაში სრულიად გამაოგნებელი, თვალებბრიალა […]

ანიტა რაჭველიშვილის მასშტაბური კონცერტი პიაცაზე 23 აგვისტოს გაიმართება

მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებლის, მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბათუმში, პიაცაზე, 23 აგვისტოს გაიმართება. კონცერტის წარმდგენები არიან აჭარის მთავრობა და დეველოპერული კომპანია „რედკო“. ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. პროექტის სახელწოდებაა „მუსიკა გვაერთიანებს“, ეს სახელწოდება თემატურია, ვინაიდან ღონისძიებაზე განსხვავებულ ჟანრთა სინთეზი გველის. კონცერტის მონაწილე ასევე იქნება იტალიური პროგრესული როკ-ჯგუფი „Profusion“. […]

ანიტა რაჭველიშვილი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართველ მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილს პარიზის ოპერაში დალილას როლის შესრულებისთვის პრესტიჟული ჯილდო მიაკუთვნეს. ის სხვა ხუთ ქალ შემსრულებელთან ერთად იყო წარდგენილი შესაბამის ნომინაციაში და ამ კატეგორიის გამარჯვებული გახდა. Bachtrack Opera Awards 2017 მან საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაციაში დაიმსახურა. ანიტას „ფეისბუქ“-კედელი მილოცვებითაა აჭრელებული. აღნიშნავენ, რომ ეს ჯილდო ქართველმა ოპერის მომღერალმა დამსახურებულად მიიღო. ხმის მიცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში […]

Bachtrack Opera Awards-ზე საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაზე ანიტა რაჭველიშვილია წარდგენილი

Bachtrack Opera Awards, პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონიაა ოპერის სამყაროში. 2016-17 წლების სეზონის განმავლობაში კომპეტენტურმა ჟიურიმ 600-მდე პერფორმანსი განიხილა მსოფლიო მასშტაბით და ოთხ კატეგორიაში 6-6 საუკეთესო შემსრულებელი წარადგინა. ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესო საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაცია, სადაც ანიტა რაჭველიშვილია წარდგენილი „სამსონი და დალილა“-ში მონაწილეობისთვის. ხმის მიცემა შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე – https://bachtrack.com/bachtrack-opera-awards-2017-best-female-singer.

ანიტა რაჭველიშვილი მომხიბვლელი მომღერლების რეიტინგში პირველ ადგილზეა !

www.operalife.it-ზე 10 ყველაზე მომხიბვლელი ოპერის მომღერალი ქალბატონის სია გამოქვეყნდა, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილიც მოხვდა. 33 წლის ქართველი სოპრანო, მომხიბვლელი საოპერო ვარსკვლავების რეიტინგში, პირველ ადგილს იკავებს. ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ, ანა ნეტრებკო, მაგდალინა კოზენა, ევა მალი და სხვები. მომხიბვლელი საოპერო მომღერლების სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება.

რეკლამა