ნიტა ლომიძემ დუტა სხირტლაძე აატირა

ნიტა ლომიძემ დუტა სხირტლაძე აატირა

პროექტში “შენ შეგიძლია ცეკვა” თეა გობეჯიშვილის და ნიკა ლომიძის ქალიშვილი, 13 წლის ნიტა გამოჩნდა. ნიტამ სცენაზე მეგი გოგიტიძის მიერ შესრულებულ სიმღერაზე იცეკვა. მან პროექტში მონაწილეობა ისე მიიღო, რომ ამის შესახებ დედამ არაფერი იცოდა. კასტინგზე მამამ წაიყვანა. ნიტას გამოსვლამ დუტა სხირტლაძე და ზაკი აატირა. ნათია რთველიაშვილმა გოგონას გენიოსი უწოდა. ნიტა ლომიძეს საზოგადოება წლებია იცნობს, ის 5 ფილმში არის გადაღებული.

სიახლეები/

|

November 16, 2016 / 1:28 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ერეკლე კოდუა და კატია დიდა კანის კინოფესტივალზე

სოდის ყოფილი მაღალჩინოსანი და ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი ქმარი კანში იმყოფება. ერეკლე კოდუა კანის კინოფესტივალს შეყვარებულთან, კატია დიდასთან ერთად სტუმრობს. როგორც ჩანს წყვილი კინოფესტივალზე სტუმრობით კმაყოფილია და ისინი სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებენ.

“შეყვარებულები ძაან ხმამაღალი ნათქვამია, ერთი კვირა ჰყავდა მელორს“ – მელორ ვაჩნაძე ცოლს შეურიგდა

რამდენიმე დღის წინ, "მიუზიკ ბოქსი“ მელორ ვაჩნაძის და მოდელ ლიზი წიგნაძის love story-ს შესახებ წერდა. ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში, მოდელმა განაცხადა, რომ ის და მელორ ვაჩნაძე ერთი თვეა შეყვარებულები არიან და ერთად თავს ბედნიერად გრძნობდნენ. როგორც ჩანს, ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. მელორ ვაჩნაძე მეუღლეს, ულამაზეს ნინი გოგოტიშვილს შეურიგდა. "მიუზიკ ბოქსი“ ნინი გოგოტიშვილს დაუკავშირდა:

“ბოდიში, რომ იმედი, შენგან რეიტინგს ვერ იღებდა”

ბევრი ბოღმა ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და უგემოვნო, მარტო მოსწონთ კუნთები, სექსი და ინტრიგა! შენი ბრალი არ არის მხიარული, ნიჭიერი და მოვლენა რომ ხარ! ბოდიში, რომ TV „იმედი“ შენგან რეიტინგს ამ ეტაპზე ვერ იღებდა!!! ყველა ფულზე მუშაობს არ დაიჯერო." - წერენ ნუცას გულშემატკივრები ფეისბუქზე.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“მეგობრები” – იმედზე ახალი კომედიური შოუ იწყება (ვიდეო)

შოუს წამყვანები ვასიკო ოდიშვილი, დუტა სხირტლაძე, გიორგი ბახუტაშვილი და ოთარ ტატიშვილი იქნებიან. როდიდან გავა ახალი გადაცემა ეთერში ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ვასიკო ოდიშვილი დიდი ხანია ტელესივრცეში არ გამოჩენილა. ბოლოს ის "მაესტროზე“ მუშაობდა, სადაც "ვასიკო ოდიშვილის აბების“ წამყვანი იყო.

ნიტა ლომიძე გამარჯვებას ცრემლებით შეხვდა (ვიდეო)

მეგაშოუ “შენ შეგიძლია ცეკვა” დასრულდა. პროექტის გამარჯვებული ნიტა ლომიძე გახდა. პროექტის ფინალში თენგო ზარდიაშვილი, თეონა წიწაკიშვილი, ირაკლი ფიფია და 12 წლის ნიტა იბრძოდნენ გამარჯვებისთვის. ნიკა ლომიძის და თეა გობეჯიშვილის ქალიშვილი გამარჯვებას ემოციურად შეხვდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე იტირა.

ნიტა ლომიძე რუსთაველის თეატრის სცენაზე ატირდა (ვიდეო)

ნიკა ლომიძის და თეა გობეჯიშვილის ქალიშვილმა, ნიტამ საზოგადოება გამოჩენისთანავე აალაპარაკა. ის პროექტის „შენ შეგიძლია ცეკვა“ ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი, პირველივე კასტინგიდან გახდა. ნიტა გუშინ პროექტის ფინალში გადავიდა, წამყვანების მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას, 12 წლის გოგონა ემოციურად შეხვდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე იტირა. მაყურებლებს და მხარდამჭერებს კი მადლობა სპეციალური ჟესტით გადაუხადა. ნიტამ გუშინდელ ტურში თორნიკე ყარმაზანაშვილთან ერთად მოდერნ-ფოლკი იცეკვა.

ვის მოსთხოვა დუტა სხირტლაძემ მეტი სიშიშვლე რუსთაველის თეატრის სცენაზე?

ნიტა ლომიძის და ლუკა შარმაზანაშვილის ცეკვამ გუშინ „შენ შეგიძლია ცეკვას“ ჟიური მოხიბლა. მათ აფრო-ჯაზი იცეკვეს, ჟიურიმ მათი ტანდემი საინტერესოდ შეაფასა. „აფრო ჯაზს უფრო მეტად სჭირდება ტანის მოძრაობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან დახვეწილი ცეკვა იყო“ - უთხრა წყვილს ნათია რთველიაშვილმა. დუტამ კი მათ მეტი ზურგი და მეტი სიშიშვლე მოთხოვა.

ნიკა ლომიძის და თეა გობეჯიშვილის 12 წლის ქალიშვილის გამოსვლამ, სალომე ჭაჭუა აატირა

ნიკა ლომიძის და თეა გობეჯიშვილის 12 წლის ქალიშვილი, ნიტა პროექტის "შენ შეგიძლია ცეკვა“ ნამდვილი აღმოჩენაა. ნიტამ ჟიურის აღფრთოვანება ლაივ-შოუზეც მოახერხა, სადაც დევიდთან ერთად იცეკვა. ჟიურის წევრებმა მის მიმართ დადებითი შეფასებები არ დაიშურეს.

რეკლამა