ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი 1-ელ მაისს მორიგ კონცერტს მართავს

0
2053

1-ელ მაისს, 21:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ და კომპანია „სოკარი“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთდ, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით რიგით მე 7 – კონცერტს წარმოგიდგენთ.

ფონდის საპატიო სტუმრები ამჯერად იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები: თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ეციო ბოსსო, სოპრანო კარმენ ჯანატაზიო, პიანისტი ოლივერ პული, ფონდის დამფუძნებელი მსოფლიოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავი ნინო სურგულაძე. ოპერის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ეციო ბოსსო.

ეციო ბოსსო, მუსიკოსი, რომელიც 2016 წელს იტალიაში ასი ათასზე მეტი გაყიდული ბილეთით ყველაზე აქტიურ და წარმატებულ შემსრულებლად აღიარეს. ლონდონში მისი ერთ ერთი კონცერტი წლის უდიდეს მოვლენად ერთხმად აღიარა პრესამ და კრიტიკამ. მაესტრო ეციო ბოლონიის კომუნალური საოპერო თეატრის მთავარი მიწვეული დირიჟორი და ასევე ლონდონის სიმებიანი ორკესტრის ხელმძღავნელი გახლდათ დიდი ხნის განმავლობაში, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და საერთაშორისო პრემია.

2011 წელს ეციოს დაუდგინდა უკურნებელი სენი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, რომელიც ფატალური შედეგით სრულდება. მიუხედავად ამისა, ეციო არ ჩერდება და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით წერს, ქმნის და გასცემს, უამრავ პოზიტიურ ენერგიას და სიყვარულს.

კარმენ ჯანატაზიო იტალიელი, კერძოდ ნეაპოლიტანელი, მსოფლიოში აღაირებული სოპრანოა. იგი დღეს საოპერო სამყაროში ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომღერალია. „დეილი ტელეგრაფმა“ კარმენი თავისი თაობის ერთ ერთ ყველაზე ნიჭიერ სოპრანოდ დაასახელა.

ბრიტანელი პიანისტი და ვირტუოზი, ფონდის მეგობარი ოლივერ პული საქართველოში უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი შემსრულებელია, მან „ნატვრის ხის“ თითქმის ყველა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ბავშვების დასახმარებლად.

„ნატვრის ხემ“ გასული ექვსი ღონისძიებით, ქართული საზოგადოების, მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით და დახმარებით ორმოცდაათამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. ფონდის საქველმოქმედო ნომერზე დღემდე ორასი ათასზე მეტი ზარია განხორციელებული და შემოსული.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია კომპანია „სოკარი“

მხარდამჭერები: ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, თიბისი ბანკი, აგროჰაბი, ალმა, თრი დიზაინ რუმსი, ისრაელის სახლი. თბილი სიო, tkt.ge

საინფორმაციო მხარდამჭერები:

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, რადიოჰოლდინგი ფორტუნა, ბილაინი, ჯეო ლაინი, სილქნეტი, ჯეოსელი, მაგთი, ფრონტ ნიუსი, საინფორმაციო სააგენტო ევორდი, პორტალი კვირა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge -ზე.

საქველმოქმედო ანგარიშის ნომერი სს თიბისი ბანკი ა/ა GE18TB7276636080100005

საქველმოქმედო ტელეფონის ნომერი ‪09 01 900 999 ზარის ღირებულება 1 ლარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here