ნინო სურგულაძე Netflix-ის ახალ სერიალში გადაიღეს

ნინო სურგულაძე Netflix-ის  ახალ სერიალში გადაიღეს

ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო, ნინო სურგულაძე  Netflix-ის ახალ სერიალში გამოჩნდება. „The Alienist“ ეკრანებზე 2018 წლის იანვარში გამოდის. მასში მთავარ როლებს დაკოტა ფენინგი, დანიელ ბრიული და ლიუკ ევანსი თამაშობენ. ნინო სურგულაძე ერთ-ერთ ეპიზოდში გადაიღეს.

„The Alienist“-ს მოკლე შინაარსი შემდეგნაირია: კრიმინალურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტი ხვდება ფსიქოლოგს, რომ მასთან ერთად გამოიძიოს მეცხრამეტე საუკუნის ნიუ იორკში მომხდარი სერიული მკვლელობები…

ნინო სურგულაძე:

რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო სერიალში მონაწილეობა. მომიწია სიმღერამ. მეტს ვერაფერს გეტყვით, კონტრაქტით არ მაქვს დამატებითი დეტალების გამხელის უფლება.

ჩემთვის დასამახსოვრებელი პროცესი გახლდათ. ამარჩიეს ჩემს მრავალს კოლეგას შორის. დაუკავშირდნენ ჩემს სააგენტოს და ჰკითხეს, შემეძლო თუ არა, სერიალში მონაწილეობას დავთანხმებოდი. თავად რეჟისორმა გადაწყვიტა ჩემი შერჩევა როლისთვის, ნახეს უამრავი მასალა, მოისმინეს ხმა, ნახეს სურათები და გაეცნენ ბიოგრაფიას. სხვათა შორის, „მეტიჩარა“ გამახსენდა, იქაც ველოდებოდი გარკვეული ხანი, როდის დამამტკიცებდნენ. ეს მთავარი როლი არ არის, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნოა, რადგან პირველ რიგში, ძალიან პრესტიჟულია და ეს ის სტიქიაა, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს (იღიმის).

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

October 31, 2017 / 12:21 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სექსუალური ქეთა საცურაო კოსტიუმში და რომანტიული შვებულება გუფისთან (ფოტო)

ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, როგორ ისვენებს ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ახალ შეყვარებულთან გუფისთან ერთად. ამჯერად კი ინტერნეტში 31 წლის მომღერლისა და 38 წლის რეპერის ახალი რომანტიკული ფოტოები ვრცელდება. ქეთა ფოტოებზე შავი და ყვითელი ფერის საცურაო კოსტიუმებში პოზირებს. ხოლო ერთ-ერთ ფოტოზე წყვილი ერთად ირუჯება. ეს ფოტო „ინსტაგრამზე“ თავად გუფიმ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ წყვილი […]

„ნიუტონის“ წევრი ბაბი საავადმყოფოშია – მისი მეგობრები დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ!..

„ნიუტონის“ წევრი, სოლისტი და პიანისტი, თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი მძიმე დაავადებას ებრძვის. მას ახლახან ისევ გართულება დაეწყო ფილტვების ანთების ფონზე და სამწუხაროდ, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. მისი მეგობრები, კოლეგები საზოგადოებას ბაბის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომ ეს ურთულესი პერიოდი გადალახოს. მათ შორის ერთ-ერთ მომღერალი მარიკო ლეჟავაა, რომელიც წერს: „ყველასათვის უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბაბის ძალიან […]

„ოქროს ტალღის“ პრე-ფართი „დორსში“ – ცნობილი სტუმრები და მოლოდინები კონკურსის წინ…

„დორსმა“ 20 ივნისს „ოქროს ტალღის“ პრეწვეულებას უმასპინძლა. მოგეხსენებათ, 26 ივნისს, წლის სიმღერის დაჯილდოების კონკურსი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური გაფორმების, ქართველი ვარსკვლავების გამოსვლებისა და სპეციალური სტუმრის, ამერიკელი შემსრულებლის, ლიზა ფიშერის პერფორმანსით ჩაივლის, გამოვლინდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები. „ოქროს ტალღის“ პრეფართიზე ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რომელთაგან ყველა თითო ან მეტი სიმღერით არის წარდგენილი […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი 1-ელ მაისს მორიგ კონცერტს მართავს

1-ელ მაისს, 21:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ და კომპანია „სოკარი“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთდ, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით რიგით მე 7 – კონცერტს წარმოგიდგენთ. ფონდის საპატიო სტუმრები ამჯერად იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები: თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ეციო ბოსსო, სოპრანო კარმენ ჯანატაზიო, პიანისტი ოლივერ პული, ფონდის დამფუძნებელი მსოფლიოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავი ნინო […]

ნინო სურგულაძის ემოციური მიმართვა ემიგრანტებს

„არ შემიძლია არ დავწერო და არა დასაცავად, არამედ აზრის დასაფიქსირებლად. ყველას ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს დამეთანხმება, რომ არ არის იქ იოლი თავის დამკვიდრება. მარტოობა ძნელია და მუდმივად გენატრება სახლი, მაგრამ ასეა საჭირო. ჯარისკაცივით ხარ და ყოველ დღე უნდა დაამტკიცო, რომ მეტი შეგიძლია, ვიდრე სხვას და უკან დგას უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ადგილისთვის იბრძვის.

მაკა ჩიჩუამ ნინო სურგულაძის საღამოზე “თბილისო” შეასრულა (ვიდეო)

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმა “ნატვრის ხე”, კომპანია “სოკართან” და “იმედთან” ერთად გუშინ, 28 დეკემბერს, საახალწლო გალაკონცერტი გამართა. ფონდის რამდენიმე ბენეფიციარისთვის ეს გადამწყვეტი დღე გახლდათ, რადგან შესული თანხით მათი საკმაოდ მძიმე დაავადებების მკურნალობა თუ ოპერაციები უნდა დაფინანსდეს. საღამოს გასამართად ქართველი და უცხოელი შემსრულებლები გაერთიანდნენ, ნინო სურგულაძემ რამდენიმე ქართული სიმღერის ახალი ვერსია შეასრულა, საინტერესო კოლაბორაციები ვიხილეთ შოტლანდიელ […]

რას წერს პრესტიჟული გამოცემა ნინო სურგულაძის შესახებ?

ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე მთელ მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავია, შესაბამისად პრესტიჟული გამოცემები მის შესახებ, ხშირად წერენ. ნინოს შესახებ სტატია ამჯერად ჟურნალმა "Opernwelt"-მ გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი გერჰარდ პერშე მას რომეოს ადარებს.

ნინო სურგულაძე და ჯგუფი “სახე” – წლების წინანდელი ჩანაწერი

ნინო სურგულაძემ სოციალურ ქსელში იშვიათი ჩანაწერი გამოაქვეყნა პირადი არქივიდან. ჯგუფ "სახის" ძველი შემადგენლობა, სადაც დათო ფორჩხიძესა და გოგა ხაჩიძეს იცნობთ მხოლოდ, ნინო სურგულაძესთან ერთად ასრულებს ცნობილ სიმღერას "A Whole New World". სიმღერა სატელევიზიო პრემია "მანას" დაჯილდოვების ცერემონიაზეა გადაღებული.

რეკლამა