ნინო სურგულაძე: „იშვიათად მინახავს ისეთი მზრუნველი მამა, როგორიც ჩემი ქმარია“

0
1249

ცნობილ საოპერო შემსრულებელს, ნინო სურგულაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს მცირე ხნის წინ ტყუპი გოგონა და ვაჟი შეეძინათ.

ნინომ ემოციები ჟურნალ „სარკეს“ ვრცელ ინტერვიუში გაუზიარა, საიდანაც რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ.

„მე და ჩემი მეუღლე ჯერაც შეცნობის პროცესში ვართ, რადგან მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. თაფლობის თვიდან უკვე ორსულობის ეტაპზე გადავედით. მივხვდი, რომ თუ არა დიდი სიყვარული და პატივისცემა, ძალიან რთული იქნება სიმშვიდისა და ჰარმონიის შენარჩუნება. როდესაც იწყება უძილო ღამეები, ნერვიულობა და შფოთვა შვილებზე, ამ დროს გვერდით აუცილებლად უნდა გყავდეს ადამიანი, რომელიც გიყვარს და რომელიც გაგიგებს.

მე იშვიათად მინახავს ისეთი მზრუნველი მამა, როგორიც გიორგია. ყოველთვის პოულობს დროს, რომ ფიზიკურად იყოს ბავშვებთან და იზრუნოს მათზე. ტყუპებმა ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო გაამყარა. ვუყურებთ ტყუპებს, მათში ჩვენს თავს ვხედავთ და ვხედავთ, რომ ისინი ჩვენი სიყვარულის ნაყოფები არიან“.

„უკვე ვგრძნობ, რომ ძალიან გამიჭირდება ცხოვრების იმ სტილთან დაბრუნება, რომელიც მქონდა, – კონცერტები, გასტროლები… ვერ წარმომიდგენია ჩემს შვილებთან განშორება, მაგრამ მეორე მხრივ, უფრო მეტი სტიმული მექნება მუშაობისთვის, რადგან სახლში ჩემი შვილები მელოდებიან“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here