“ნინო ქათამაძემ საკუთარი მანქანით ჩამოარიგა ნობათი…”

0
919

თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია საინტერესო სტატუსსა და ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ თბილისის მერიასთან ერთად, საქველმოქმედო აქციაში, რომელიც მოხუცებულებისთვის პროდუქტის დარიგებას ითვალისწინებდა, ნინო ქათამაძე პირადად ჩაერთო.

გთავაზობთ პოსტს:

“დღეს ჩვენ უხუცესებს და მაღალ რისკჯგუფში შემავალ კულტურის აიპების თანამშრომლებს ვესტუმრეთ. უსაყვარლესი ბიბლიოთეკარები, მუზეუმის მცველები, მასწავლებლები უკვე ორ კვირაზე მეტია სახლში არიან და გვითხრეს, რომ ძალიან ენატრებათ ჩვენთან ერთად ყოფნა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ათეულობით წელია კულტურას ემსახურებიან. ჰოდა, მადლობა მათ ამისთვის♥️♥️♥️

ასევე დიდი მადლობა ჩვენს ახალ მოხალისე ნინო ქათამაძეს Nino Katamadze ❤️❤️❤️მან საკუთარი მანქანით ჩამოარიგა ნობათი. მადლობა Liza Bagrationi არაჩვეულებრივი სადიზენფექციო ხსნარებისთვის, რომელიც კომპანია ბადაგონმა დაამზადა❤️❤️❤️კომპანია არდი • ARDI რომ მოგვცა ამის საშუალება და არაჩვეულებრივი პროდუქტი გადმოგვცა⭐️Ninia Matcharashvili შენ ხარ ოქრო, რომ ეს აქცია გავაკეთეთ♥️♥️♥️♥️
Tika Rukhadze
Nini Sanadiradze
ციკო შალოშვილი
Shotiko Chichinadze
Alexandre Metreveli
მადლობთ თითოეულ თქვენგანს♥️♥️♥️”.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here