ნინო ქათამაძე: „მუსიკის გარდა არ მქონია სხვა ცხოვრება და ვერც წარმომიდგენია…“

0
1848

ნინო ქათამაძის კონცერტზე მუსიკალური ექსპერიმენტების მოყვარულები ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებენ. მუსიკოსისთვის თითოეული კონცერტი შემოქმედებითი პროცესია. აქ დაგროვებულ ენერგიას, რომელსაც აუდიტორიისგან იღებს, შემდეგ საკუთარ ალბომებში მუსიკალური გზით ასახავს. საქართველოში გამოსვლებით კი გამორჩეულ სიამოვნებას თავად იღებს, რადგან მისი არა მხოლოდ ბგერის, არამედ სიტყვის, საუკეთესოდ, სწორედ აქ ესმით.

მუსიკოსს „თბილისი მარიოტში“ შევხვდით, სადაც ტელეეთერის შემდეგ ჩვენთან შესახვედრად მოვიდა.

ყველა ქართველი არტისტი ამბობს, რომ მშობლიური აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ნინო ქათამაძე:

ყველა აუდიტორია ერთნაირი არ არის, არც ერთი ერთმანეთს არ ჰგავს არც ერთ ქალაქსა თუ საკონცერტო სივრცეში. საქართველოში სიმღერა განსხვავებული სიყვარულია. ჩემ შემთხვევაში სიტყვაც ესმით, სიტყვის სიღრმე და მნიშვნელობა, სიმღერის წერაშიც იღებენ მონაწილეობას, ის ემოცია, რაც იკვრება, შემდეგ ჩვენს ალბომებში აისახება… ამრიგად, დედა, მამა, მეგობრები, მსმენელი, შემოქმედების თანამონაწილეები არიან. მიყვარს საქართველოში კონცერტები, ძალიან…  ვრცლად ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here