ნინო ნახუცრიშვილი ნიკოლოზ რაჭველს: „პირველმა შენ თუ დამტოვე – იცი უკვე, რასაც ვაპირებ…“

0
2836

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი, ნინო ნახუცრიშვილი მეგობარს, ნიკოლოზ რაჭველს, დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.

„ერთად იმდენი რამ გამოვიარეთ… პენსიაზე რომ გავალ და მემუარების წერას დავიწყებ – ალბათ, ყველაფრის მოყოლისთვის დრო არ მეყოფა. ამდენი სირთულის გადალახვა ერთი ცხოვრებისთვის ნამეტანია, თუმცა იმდენი სიხარული და ბედნიერი წუთები ახლავს – აუცილებლად გავუძლებთ!!! მინდა იყო პირველყოვლისა ჯანმრთელი, ვინაიდან სხვა ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული… აუცილებლად გვექნება საკუთარი დარბაზიც, ახალი ინსტრუმენტებიც, მუსიკოსებისთვის მაღალი ანაზღაურებაც და სეზონის რამდენიმე წლით ადრე დაგეგმვასაც შევძლებთ… აი, მერე რაღაზე უნდა ვინერვიულო, აღარ ვიცი, მაგრამ ვიპოვნი რამეს 🙂

სულ მახსენდება ერთი ადამიანის სიტყვები, რომელმაც 12 წლის წინ მითხრა – ინანებ, ნიკასთან თუ წახვალ სამუშაოდო… ჰოდა მადლობა ღმერთს, რომ არ დავუჯერე…

გილოცავ, ვულოცავ საკუთარ თავს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შენი ფასი იცის…

პირველმა შენ თუ დამტოვე – იცი უკვე, რასაც ვაპირებ 🙂 და მე თუ დაგასწარი, იმედია, პანაშვიდზე რომ დამიკრავ, „ფეისბუქზე“ არ დადებს ვინმე…“ – აღნიშნავს ნინო ნახუცრიშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here