ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა

ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა

29 აპრილს, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის ჯილდოს 2017 წლის გაზაფხულის ლაურეატები გამოცხადდნენ. იაპონიის მთავრობის მიერ გავრცელებულ სიაში, დასახელებულია პრიმა-ბალერინა, ნინო ანანიაშვილი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც დაჯილდოვდა ლენტით დამშვენებული “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით.

ნინო ანანიაშვილს ჯილდო იაპონიასა და საქართველოს შორის, კულტურულ ურთიერთობებეში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი, მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა. პრიმა-ბალერინასთვის მინიჭებული ჯილდო, კულტურის მოღვაწეთათვის იაპონიის მიერ დაწესებული ჯილდოებიდან ყველაზე მაღალი რანგისაა. ამ ორდენის კავალერი 2011 წელს, 86 წლის ასაკში, მაია პლისეცკაია გახდა.

იაპონიის საიმპერატორო ჯილდოს გადაცემა 1875 წელს დაიწყო, ხოლო დაჯილდოების დღევანდელი სისტემა 1964 წელს შეიქმნა. არსებობს ორი სახის -“ამომავალი მზის ორდენი“ და “წმინდა საგანძურის ორდენი“. ეროვნებით არა იაპონელი ჩვვეულებრივ “ამომავალი მზის ორდენით“ ჯილდოვდება. 2017 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 105 არა იაპონელი ლაურეატი შეირჩა და ამ რანგის ჯილდო მხოლოდ 34 ადამიანს მიენიჭა, ხელოვნების სფეროში კი მხოლოდ ნინო ანანიაშვილი დაჯილდოვდა. პრიმა-ბალერინას ჯილდოს 6 თვის შემდეგ ოფიციალურად გადასცემენ.

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

კახი კალაძის ბოლოდროინდელი „ქუჩის სტილი“ (ფოტოგალერეა)

ქალაქის მერს კახი კალაძეს გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნება, თუმცა მის ჩაცმულობას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე გამოხმაურებები, ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ – არც ისე. არც მერობამდე და არც მერობის შემდეგ, როგორც ჩანს, კახი კალაძეს ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებს. როგორც ქალაქის მერი, ის დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილს სტუმრობს და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ბოლო ასეთ ფოტოებში, რომლებიც სოციალურ ქსელში […]

მაკა ზამბახიძის ჯადოსნური საახალწლოდ მორთული სახლი წყნეთში და ნეკა სებისკვერაძესთან მეგობრობის ამბავი

მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა… ნეკა: საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და ასე მორთავდა, ვიცი, […]

ნუკი კოშკელიშვილის გამომწვევი საახალწლო ფოტო ინტერნეტს იპყრობს

ნუკი კოშკელიშვილმა „ცელქი“ ფოტო, როგორც თავად უწოდებს, წინასაახალწლოდ „ინსტაგრამის“ მომხმარებელს გაუზიარა. ნუკიმ აქამდეც გამოაქვეყნა ახალი წლის თემატიკაზე გადაღებული ფოტოები, მაგრამ ეს ბოლო ნამუშევარი აშკარად ყველაზე გამომწვევია. ნუკი წერს: „ახლა გავაცნობიერე, რომ მაქვს ერთი ცელქი საშობაო ფოტო, მაგრამ ის ძველია, ასე რომ არ განმსაჯოთ. ძალიან მიყვარს ეს ფოტო, ძალიან მხიარულად ვიმუშავე ჩემს ფავორიტ ფოტოგრაფთან, მაგრამ მას […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

საბალეტო სეზონი „გედების ტბით“ გაიხსნება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საბალეტო სეზონს პიოტრ ჩაიკოვსკის „გედების ტბით“ გახსნის. სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება 22, 23 და 24 სექტემბერს. კლასიკური ბალეტის ახალი, ალექსეი ფადეეჩევის, რედაქციის პრემიერა განახლებული თეატრის სცენაზე 2016 წლია 11 მარტს შედგა. 22 სექტემბერს მთავარ პარტიებს  დასის წამყვანი სოლისტები ლალი კანდელაკი და ფრენკ ვან ტონგერენი შეასრულებენ. 23 სექტემბერს მაყურებლის წინაშე ნინო ანანიაშვილი წარდგება. იგი […]

ნინო ანანიაშვილი მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის გადასარჩენად!..

11 ოქტომბერს, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ნინო ანანიაშვილის, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის და თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის მონაწილეობით გაიმართება გალაკონცერტი ქართველი რაგბისტის გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის ნუცა გუნცაძის დასახმარებლად. პირველ მოქმედებაში მაყურებელი ნახავს თანამედროვე ქორეოგრაფის საშა ევთიმოვას მიერ დასისთვის 2012 წელს დადგმულ ერთმოქმედებიან  ბალეტს „საიდუმლო ბაღი“. მეორე მოქმედებაში წარმოდგენილი იქნება საბალეტო […]

სიუპრიზი პრიმაბალერინას – ნინო ანანიაშვილს დაბადების დღე ფლეშმობით მიულოცეს

19 მარტს ნინო ანანიაშვილს თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრებმა განსაკუთრებულად მიულოცეს. მას ოპერის გარეთ მოცეკვავეები დახვდნენ და სიურპრიზად ფლეშმობი მიუძღვნეს. მას დიდი თაიგულიც მიართვეს და ხელშიც აიტაცეს.

ნატალია ქუთათელაძე ნინო ანანიაშვილს იცავს – “შემდეგ შეაფასეთ, ისინი მოსკოვში გვასახელებენ, მთვარეზე თუ ჯუნგლებში!!!“

ნინო ანანიაშვილი დღეს, 25 თებერვალს, მოსკოვში, პედაგოგის, რაისა სტრუჩკოვასადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს. ქართველმა პრიმამ განაცხადა, რომ ათ წელზე მეტია, დიდი თეატრის სცენაზე არ უცეკვია, პედაგოგის პატივსაცემად იქ გამოსვლა კი მისი ვალდებულებაა.

რეკლამა